
25 სექტემბერი 2025, 18:00
სტატუსი:
გამარჯვებული
E
ელ. ტენდერი
T27957 - ტენდერი პირველადი სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგის მომსახურებაზე
- გამომცხადებელი: სოკარ ჯორჯია გაზი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 18 სექტემბერი 2025 დრო 12:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 25 სექტემბერი 2025 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შ.პ.ს. "სოკარ ჯორჯია გაზი" აცხადებს ტენდერს კომპანიის თანამშრომლებისათვის პირველადი გადაუდებელი დახმარებისა და სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგის შესყიდვაზე.
ძირითადი პირობები:
- ტრენინგის ჩატარების პერიოდი: 1-15 ოქტომბერი;
- ლოკაციები: თბილისის სათაო ოფისი, ქუთაისის სერვის ცენტრი, ფოთის სერვის ცენტრი;
- მსმენელთა რაოდენობა თითოეულ ტრენინგზე: თბილისი-80 მსმენელი, ქუთაისი-25, ფოთი-25. სულ 130 თანამშრომლისთვის თითოეული ტრენინგი;
- ორივე ტრენინგი თითოეულ ლოკაციაზე უნდა ჩატარდეს ერთი სამუშაო დღის განმავლობაში;
- ტრენინგის შემდეგ უნდა უზრუნველყოთ ინდივიდუალური-სახელობითი სერტიფიკატები;
- ტრენერების ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯები უნდა დაფაროს დაქირავებულმა კომპანიამ.
აუცილებელი მოთხოვნაა, რომ კომპანია, რომელიც წარმოადგენს წინადადებას იყოს ლიცენზირებული და შეთავაზებასთან ერთად მოგვაწოდოს შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტაცია;
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 25 სექტემბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირი:
თამთა მახარაშვილი
მობ: 598 96 02 06
ელ-ფოსტა: ta.makharashvili@socar.ge
ტენდერის კატეგორია:
- 80500000 სატრენინგო მომსახურებები
გთხოვთ, დააზუსტოთ შემდეგი ჩანაწერი: 1. "მსმენელთა რაოდენობა თითოეულ ტრენინგზე: თბილისი-80 მსმენელი" - უნდა ჩატარდეს ერთ დღეს, ოთხმოცივე მონაწილისათვის? თუ ჯგუფებად, მაშინ რამდენ ჯგუფად? და ეს პარალელურ რეჟიმში თუ მიმდევრობით უნდა ჩატარდეს? 2. "აუცილებელი მოთხოვნაა, რომ კომპანია, რომელიც წარმოადგენს წინადადებას იყოს ლიცენზირებული" - რას გულისხმობთ კომპანიის ლიცენზიაში? რა ტიპის ლიცენზია უნდა ჰქონდეს? და ტრენერებს არ უნდა ჰქონდეს კომპეტენციის და დარგის ტრენერობის უფლებამოსილების დამადასტურებელი სერტიფიკატი?
თუ შეიძლება დამიკავშირდით მითითებულ საკონტაქტო ნომერზე და დეტალურად გიპასუხებთ.
მოგესალმებით. T27957-სთან დაკავშირებით გვაქვს რამდენიმე შეკითხვა: 1) ტენდერის აღწერაში მითითებულია, რომ ორივე ტრენინგი ერთ ლოკაციაზე უნდა ჩატარდეს ერთ დღეს. გთხოვთ დაგვიდასტუროთ, მაგ. თბილისში, 80 მსმენელზე ერთ დღეს უნდა ჩატარდეს ტრენინგი? 2) გთხოვთ დაგვიდასტუროთ, ტრენინგის ჩასატარებლად ლოკაციას უზრუნველყოფს სოკარ ჯორჯია გაზი? მადლობა
მოგესალმებით, მადლობა დაინტერესებისათვის: 1) გიდასტურებთ: პირველადი სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგი უნდა ჩატარდეს ერთ დღეს ორივე, ანუ ფოთში ერთ დღეს ორივე, ქუთაისში ერთ დღეს ორივე და სათაო ოფისში ერთ დღეს ორივე. 2) დიახ, გიდასტურებთ.