ჩაბარების ვადა:

6 სექტემბერი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2805 - ტენდერი 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „მარანი“ გადატანა-რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა: 

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს მომსახურების, კერძოდ, 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „მარანი“ გადატანა-რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოების შესყიდვაზე #16/08-GIEC-S/TLR-17

მომსახურების აღწერა:

  • სამშენებლო სამუშაოების წარმოება თანდართული მუშა პროექტისა და სამუშაოების მოცულობების მიხედვით;
  • ახალი 1,5 კმ ხაზის მშენებლობა, ძველის გამორთვა და ახალზე დაერთება;
    - ვინაიდან ელექტრო გადამცემ ხაზზე დაერთებულია სტრატეგიული ობიექტები, გათიშვა უნდა მოხდეს მინიმალური დროით. შესაბამისად ახალი ხაზის მშენებლობის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს დაერთება.
  • ძველი ხაზის დემონტაჟი, ტრანსპორტირება რუსთავში, დაახლოებით 15 კმ. მანძილზე დამკვეთის მიერ მიმთითებულ მისამართზე და დასაწყობება.

შენიშვნა:

  • სამუშაოები უნდა განხორციელდეს ჩამონათვალის თანმიმდევრობის მიხედვით.
  • დამკვეთი იტოვებს უფლებას გარკვეული ტიპის მასალები მიაწოდოს მომწოდებელს.

დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:

  • რეკონსტრუქციის მუშა პროექტი;
  • საინჟინრო-გეოლოგიური პირობების შეფასება;
  • სამუშაოების მოცულობა. 

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვის გზით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • სამუშაოების შესრულების დეტალურად გაწერილი გეგმა-გრაფიკი;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ.
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას აუცილებლად დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. v_maisuradze@giec.ge  ; 551 11 22 22.
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: გიორგი მარგებაძე, საკონტაქტო ნომერი: 577 37 01 03.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 06.09.2017, 17:00 სთ.

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები