ჩაბარების ვადა:

30 აგვისტო 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2809 - ტენდერი ტყის აღრიცხვის ჩატარებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია RMG Copper აცხადებს ტენდერს ტყის აღრიცხვის ჩატარების მიზნით.

სს RMG Copper-ი იწვევს დაინტერესებულ სპეციალიზირებულ კომპანიებს, მიიღონ მონაწილეობა მის სალიცენზიო ტერიტორიაზე ტყის აღრიცხვის ჩასატარებლად გამართულ ტენდერში.

მდებარეობა: ბოლნისის რაიონი დაბა კაზრეთი
ფართობი: 67.5 ჰექტარი;

  • ტენდერში მონაწილე კომპანიას უნდა ჰქონდეს აღნიშნულ სფეროში გამოცდილება - არანაკლებ 3 წელი (გთხოვთ წარმოადგინოთ შესაბამისი დოკუმენტაცია);

კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო წინადადება, სადაც მოცემული უნდა იყოს:
ტყის აღრიცხვის დოკუმენტაცია 2010 წლის 20 აგვისტოს საქართველოს მთავრობის №242 დადგენილების შესაბამისად, მათ შორის:

  • სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის შერჩეული ფართობის დაზუსტებული აზომვითი ნახაზი UTM კოორდინატთა სისტემაში, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს აზომვითი ნახაზის შემსრულებელი პირის მიერ, ამასთან, წარდგენილი უნდა იქნეს დაზუსტებული აზომვითი ნახაზის Sp-ფაილის ელექტრონული ვერსია UTM კოორდინატთა სისტემაში;
  • ტყეკაფის აღრიცხვის მასალები (მთავრობის №242 დადგენილების დანართი №1-ის მიხედვით)
  • ინფორმაცია სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის შერჩეულ ფართობზე წითელი ნუსხით დაცულ მერქნიან მცენარეთა სახეობების არსებობის შესახებ.
  • ინფორმაცია ფერდობთა დაქანების შესახებ;

აღნიშნული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც დაბეჭდილი (3 ეგზემპლიარად), ასევე ელექტრონული სახით. 

  • მომსახურების ღირებულება;
  • ტენდერში მონაწილე კომპანიას უნდა ჰქონდეს აღნიშნულ სფეროში გამოცდილება - არანაკლებ 3 წელი (გთხოვთ წარმოადგინოთ შესაბამისი დოკუმენტაცია); ინფორმაცია
  • ჩატარებული სამუშაოები: არანაკლებ 5 ამავე მასშტაბის პროექტი
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მესაკუთრეთა მითითებით;
  • ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ.
  • რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი დალუქული კონვერტით, სატენდერო კომისიის მდივნის, ლილე პირველის სახელზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალექსიძის #1 შესახვევი III
  • სატენდერო წინადადება ასევე შეგიძლიათ მოგვაწოდოთ კოდირებული ელექტორნული ფოსტის საშუალებით, ელ.ფოსტაზე - LPirveli@richmetalsgroup.com
  • ტენდერთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ სატენდერო კომისიის მდივანს ელ. ფოსტაზე - LPirveli@richmetalsgroup.com 
  • კონვერტს უნდა ეწეროს პრეტენდენტის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი და ტენდერის დასახელება.
  • წინადადებების მიღების ბოლო ვადაა - 30.08.2017

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 77200000 სატყეო მეურნეობასთან დაკავშირებული მომსახურებები