ჩაბარების ვადა:

24 ოქტომბერი 2025, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T28157 - ტენდერი სარეზერვო ასლების სანახის (Backup Storage) შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ბანკი ქართუ
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 24 ოქტომბერი 2025 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ღია ტენდერს, სარეზერვო ასლების სანახის (Backup Storage) შესყიდვაზე.

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

ტენდერში მონაწილეობის მსურველმა პრეტენდენტმა, საბაზისო მონაცემების ნუსხით (ს.მ.ნ.), ტენდერში მონაწილეთათვის ინსტრუქციით (ი.ტ.მ.) და ტექნიკური დავალების (დანართი#1) შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაცია, ასევე სატენდერო შემოთავაზება დედნების სახით უნდა წარმოადგინოს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. #39ა.  

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა

სატენდერო წინადადება წარმოდგენილ უნდა იქნეს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, ტენდერის დასახელება: სს „ბანკი ქართუ“, ღია ტენდერი - სარეზერვო ასლების სანახის (Backup Storage) შესყიდვა. 

პრეტენდენტმა კომპანიამ ოფიციალური შეთავაზება ბანკს უნდა წარმოუდგინოს არაუგვიანეს 2025 წლის 24 ოქტომბრისა.

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება, ასევე, დოკუმენტების ხელზე გატანა (სურვილის შემთხვევაში) პრეტენდენტს შეუძლია (მისამართიდან: .თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ.#39ა) სატენდერო წინადადების შემოთავაზებისთვის განსაზღვრული ვადის გასვლამდე.

საკვალიფიკაციო და სავალდებულო დოკუმენტაცია:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულოდოკუმენტაცია/ინფორმაცია:

  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია);
  • ტექნიკური დავალების საფუძველზე, წინადადების ღირებულება;
    - პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
    - ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
    - სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
  • შემოთავაზებული წინადადება სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სმნ-ით გათვალისწინებულ ტექნიკურ მოთხოვნებს.

შენიშვნა: ბანკს უფლება აქვს სატენდერო დოკუმენტაციაში, განცხადებაში შეიტანოს ცვლილება, აღნიშნული ინფორმაცია/ცვლილება გამოქვეყნდება პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 48 საათით ადრე, სს „ბანკი ქართუს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ტენდერების იმავე ონლაინ პორტალზე სადაც გამოქვეყნდა ტენდერის შესახებ ინფორმაცია.

საკონტაქტო პირი  საორგანიზაციო საკითხებზე:

მარიამ ლეჟავა, მობილური ნომერი: (+995) 591218000, ქალაქის ნომერი:  (032) 200 80 80 (600);

ელ ფოსტა: procurement@cartubank.ge

საკონტაქტო პირი ტექნიკურ დავალებასთან დაკავშირებულ საკითხებზე:

მიხეილ ილურიძე, მობილური ნომერი: (+995) 577 208135,

ელ ფოსტა: procurement@cartubank.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
  • 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
შეკითხვები