
20 ოქტომბერი 2025, 15:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T28228 - ტენდერი საახალწლო სასაჩუქრე ნაკრების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: სს "ჯორჯიან ქარდი"
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 8 ოქტომბერი 2025 დრო 12:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 20 ოქტომბერი 2025 დრო 15:00
ტენდერის აღწერილობა:
სს „ჯორჯიან ქარდი“ (ს/კ 204 396 377) აცხადებს ტენდერს საახალწლო სასაჩუქრე ნაკრების შესყიდვაზე.
რაოდენობა: 200 ერთეული
საორიენტაციო ბიუჯეტი: 10,000-12,000 ლარამდე.
ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:
- ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებით გათვალისწინებულიდოკუმენტები;
- ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთანდაკავშირების საფუძველზე, - საწყის გვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესოპირობების მქონე მომწოდებლებს;
- შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე;
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, გადასახადების გათვალისწინებით;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირისხელმოწერითა და ბეჭდით;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულოდოკუმენტაცია:
- საჩუქრების იდეა/დიზაინი/ესკიზები; (დანართი 1);
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
- შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 3);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; - ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითიიურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
- წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 30 კალენდარული დღის განმავლობაში;
- თუ მომსახურების მოწოდება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით.
წარმატებით დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი) რომელიცგანხორციელებული უნდა იყოს ბოლო 3 (სამი) წლის განმავლობაში;
წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს სს „ჯორჯიან ქარდ“-ს რომელიმე მონაწილესთან ხელშეკრულებისგაფორმებას და ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე სს „ჯორჯიან ქარდი“ იტოვებს უფლებას რომ შეწყვიტოს ტენდერი.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პრეტედენტმა წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- დანართი 1: პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საჩუქრების იდეა/დიზაინი/ესკიზი (ბრენდირებული საკანცელარიო ნივთები და სხვა ინვენტარი, მაგ: ჭიქა; ნაჭრის ჩანთა ან სხვა)
- დანართი 2: საბანკო რეკვიზიტები
- დანართი 3: შემოთავაზებული ფასების ცხრილი
- ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
- წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 30 კალენდარული დღის განმავლობაში;
სატენდერო მოთხოვნები:
- არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესი ტენდერში მონაწილის წინააღმდეგ;
- ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 3 წლიანი ზოგადი გამოცდილება;
- ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული სულ მცირე 1 მსგავსი კონტრაქტის და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის ასლი;
- კომპანიების შემოთავაზებების განხილვის დროს აუცილებელი იქნება ნიმუშების წარმოდგენა. ნიმუშების წარმოდგენა უნდა მოხდეს არაუგვიანეს, მოთხოვნიდან 4 დღის ვადაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 20 ოქტომბერი, 15:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია
მარიამ ტაბატაძე
tenders@gc.ge
+995 577 331197
ნინო ინასარიძე
+995 599200167
tenders@gc.ge
ტენდერის კატეგორია:
- 18900000 საბარგო ნივთები, სასარაჯო ნაკეთობები, ტომრები და ჩანთები
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
- 39200000 ავეჯის აქსესუარები
გამარჯობათ.. პირველად ვიღებ მონაწილეობას და განიხილება თუ არა ამ შემთხვევაში?