
15 ოქტომბერი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT28229 - ფასთა გამოკითხვა 110/10/6 კვ. ქვესადგურ "მადნეულის" სარელეო დაცვის და ავტომატიზაციის მოწყობილობების შეცვლაზე ციფრული მოწყობილობებით (მიწოდება , ინსტალაცია,პროგრამირება,ტესტირება და ექსპლუატაციაში შეყვანა)
- გამომცხადებელი: RMG Copper
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 15 ოქტომბერი 2025 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს არ ემ ჯი კოპერი აცხადებს ფასთა გამოკითხვას 110/10/6 კვ. ქვესადგურ "მადნეულ"--ის სარელეო დაცვის და ავტომატიზაციის მოწყობილობების შეცვლაზე ციფრული მოწყობილობებით (მიწოდება , ინსტალაცია,პროგრამირება,ტესტირება და ექსპლუატაციაში შეყვანა).
- ომსახურების საგანი: 110/10/6 კვ. ქვესადგურ "მადნეულ"-ის სარელეო დაცვის და ავტომატიზაციის მოწყობილობების შეცვლა ციფრული მოწყობილობებით (მიწოდება , ინსტალაცია,პროგრამირება,ტესტირება და ექსპლუატაციაში შეყვანა).
- კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 15.10.2025 18:00 საათი.
- კონტრაქტორების შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ სამუშაოთა შესრულებას წარმოდგენილი კომერციული წინადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.
- პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს იურიდიული სტატუსის დასადგენად საჭირო დოკუმენტაცია და კომერციული წინადადება.
მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალსიწინებით:
- ენა : ქართული/ინგლისური/რუსული
- კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასები ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
- კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.
კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
- მომსახურების ღირებულება;
- ანგარიშსწორების პირობა;
- განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- ინფორმაცია აღნიშნულ სფეროში კომპანიის გამოცდილების შესახებ;
- რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)
- შესრულებული მსგავსი სამუშაოების სია.
წინადადების წარდგენისას აუცილებელია მიუთითოთ ფასთა გამოკითხვისთვის მინიჭებული კოდი.
კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.
მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში No1
კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com
საკონტაქტო ინფორმაცია:
ქეთა ალექსი-მესხიშვილი
ელ-ფოსტა: kaleksimeskhishvili@richmetalsgroup.com
ტელ: +995 595 511 21 00 35
ტენდერის კატეგორია:
- 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი
- 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
- 42900000 სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები