
ჩაბარების ვადა:
15 ოქტომბერი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T28233 - ტენდერი ფილიალებისთვის იატაკის პენოპლასტის პლინტუსის მოწოდებაზე
ელ. ტენდერი
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 9 ოქტომბერი 2025 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 15 ოქტომბერი 2025 დრო 18:00
- უფასო მონაწილეობა: კი
შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.
ტენდერის აღწერილობა:
სს. საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს ფილიალებისთვის იატაკის პენოპლასტის პლინტუსის მოწოდებაზე.
დასახელება | სპეციფიკაცია | დიზაინი | საორიენტაციო რაოდენობა | ფასი გრ.მ |
პენოპლასტის პლინტუსი |
|
![]() |
5000 მ |
სატენდერო მოთხოვნები:
- მიწოდების ვადა
- მიწოდების მისამართი: შეკვეთიდან 2 კვირა
- ვალუტა: ₾
- გამოცდილების მინიმალური მოთხოვნა: შესაბამის სფეროში მოღვაწეობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება,
- შემოთავაზებული წინადადებები ძალაში უნდა იყოს სულ მცირე 60 დღის განმავლობაში ტენდერის გახსნიდან.
- შემოთავაზებულ პროდუქციას უნდა გააჩნდეს ქარხნული გარანტია არანაკლებ 2 წელი.
- გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენ. კონტრაქტი 1 წლის ვადით.
- ტენდერში მოცემული რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს ან გაიზარდოს ბანკის მოთხოვნიდან გამომდინარე
- სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს შემოთავაზებული მოდელის დეტალური სპეციფიკაციები.ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ნიმუში ან/და ნიმუშები; მოთხოვნიდან 5 დღის განმავლობაში
- ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მომწოდებელი კომპანია დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე;
- პრეტენდენტის შერჩევა მოხდება კომერციული წინადადების და პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლის მიხედვით.
წარმოსადგენი (ასატვირთი) სატენდერო დოკუმენტების სია:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- შემოთავაზებული საქონლის ღირებულება (ინვოისის სახით);
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
- სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს შემოთავაზებული მოდელის დეტალური სპეციფიკაციები.
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
- ბანკი იტოვებს უფლებას რომ ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ტენდერი და წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს კონტრაქტის გაფორმებას რომელიმე მომწოდებელთან.
- პრეტენდენტის მიერ ტენდერში გამარჯვება არ წარმოადგენს ბანკთან ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობას, რადგან, გარდა ტენდერში გამარჯვებისა, ბანკთან ხელშეკრულების გაფორმება ექვემდებარება პრეტენდენტის საქმიანობის შესაბამისობის შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან და პროცესებთან მიმართებით.
- პრეტენდენტის საქმიანობის შემოწმების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან და პროცესებთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებაზე და აღნიშნულის შესახებ აცნობოს პრეტენდენტს უარის თქმის ზოგად საფუძველზე მითითებით.
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
- ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
- ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.
ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:
- სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
- უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
- ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
- სრულად დაიცავს შრომის უსაფრთხოების წესებსა და ნორმებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 15 ოქტომბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირი:
გიორგი ლომთაძე
ტელ: 579 15 67 96
glomtadze@bog.ge
ტენდერის კატეგორია:
- 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები