ჩაბარების ვადა:

17 ოქტომბერი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T28257 - ტენდერი ბანკის სათაო ოფისში, გაგარინის N29ა 2 ერთეული ჩილერის მიწოდება მონტაჟზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 10 ოქტომბერი 2025 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 17 ოქტომბერი 2025 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა: 

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს  ბანკის სათაო ოფისში, გაგარინის N29ა 2 ერთეული ჩილერის მიწოდება მონტაჟზე.

გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს არსებული ჩილერის დემონტაჟი, მისი საწყობში ტრანსპორტირება (ლილო, ჭირნახულის N9) და ახალი დანადგარების მონტაჟი.

მოსაწოდებელი ჩილერების  დეტალური ტექნიკური მონაცემები იხილეთ მიმაგრებულ ფაილში დანართი N1

ჩილერების სამონტაჟო სამუშაეოები უნდა დაიგეგმოს 2026 წლის იანვარი/თებერვალის თვეში. 

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ანალოგიური სამუშაოების შესრულების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება,

2021-2024 წლებში პრეტენდენტის ფინანსური შემოსავალი ანალოგიური სამუშაოებიდან უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 1 მილიონ ლარს, მათ შორის პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლებ 300 000 ლარისანალოგიური სამუშოების შესრულების გამოცდილება, რაზეც უნდა წარმოადგინოს აღნიშნულ სამუშაოზე გაფორმებულიხელშეკრულების და ამ სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (სამუშაოების შესრულებისაქტი, ან/და შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებულისამუშაოების დამადასტურებელი ცნობა). იმ შემთხვევაში, თუ ანალოგიური გამოცდილება რეგისტრირებულიასახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შესაძლოა მითითებულ იქნას  სისტემის მიერმინიჭებული NAT/SPA/CMR ნომერი. 

პრეტენდენტის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  •  კომპანიის პორტფოლიო-განხორციელებული პროექტების კატალოგი
  •  კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, (გამოცდილება, კლიენტების სია)
  •  გამოცდილების შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია 

პრეტენდენტებმა - შემოთავაზებაში აუცილებელია მიუთითონ გამოსაყენებელი მასალების სასაქონლო ნიშანი და/ან მარკა/მოდელი (არსებობის შემთხვევაში) და, ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა.

ბანკის მხრიდან შესაძლოა მოთხოვნილ იქნეს საავანსო საბანკო გარანტია და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ღირებულიბის დან 5%-10%-მდე.

გარანტია:

  • მოწოდებული აგრეგატები უნდა იყოს ახალი-ექსპლუატაციაში არ მყოფი
  • აგარანტიო ვადა შესრულებულ სამუშაოზე და გამოყენებულ აგრეგატზე და მასალებზე მოქმედებს მიღება-ჩაბარებისაქტის გაფორმებიდან არანაკლებ 2 წელი. 
  • სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენისშემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/დაარაჯეროვანი შესრულებით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებისაკუთარი ხარჯებით. 

ტენდერის შეფასების კრიტერიუმები:

  • 80% კომერციული ნაწილი/მთლიანი სატენდერო ფასი
  • 10% კომპანიის ანალოგიური გამოცდილება
  • 10% შემოთავაზებული აგრეგატის ბრენდი/მოდელი.

დაინტერესებულმა კომპანიამ სატენდერო წინადადების გამოგზავნამდე აუცილებელია განახორციელოს ობიექტზე ვიზიტი სამონტაჟო ადგილის შესასწავლად.

წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ინვოისის სახით

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა:  2025 წლის 17 ოქტომბერი, 12:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტალარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო პირი:

ბექა მუმლაძე
b.mumladze@bog.ge
ტელ:
+995 551 46 20 03

ტექნიკურ საკითხებზე დაუკავშირდით

ბექა კურტანიძე
ტელ: 555 109 962

ტენდერის კატეგორია:

  • 42300000 სამრეწველო ან ლაბორატორიული ქურები, ნაგვის საწვავი ღუმელები და ქურები
  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
შეკითხვები