
21 ნოემბერი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT28347 - ტენდერი მედიკამენტების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ვიან-ლოჯისტიკა
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 21 ნოემბერი 2025 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
„შპს „ვიან-ლოჯისტიკა“ ვიანის ქსელის, საქართველოს კლინიკების და ევექს კლინიკებისთვის აცხადებს კონსოლიდირებულ ტენდერს მედიკამენტების შესყიდვაზე.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, წარმოგვიდგინოთ შემოთავაზება თანდართული ფაილით.
მედიკამენტების ჩამონათვალი თანდართულია ელექტრონული ვერსიის სახით (დანართი #1).
გამარჯვებულის გამოვლენისას პრიორიტეტული მნიშვნელობა მიენიჭება წინადადებაში მითითებულ ფასსა და პროდუქტის ხარისხს. შემოთავაზებული თითოეული მედიკამენტი განიხილება ინდივიდუალურად.
შესყიდვაში მონაწილეობის მიღების მიზნით, პრეტენდენტმა შემსყიდვლის მიერ მოთხოვნილი სატენდერო წინადადება უნდა წარადგინოს ელექტრონულად მეილის სახით შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე:
nlachashvili@vian.health, smakharadze@vian.health არაუგვიანეს 2025წლის 21 ნოემბრისა (18:00).
აუცილებელი მოთხოვნები:
- მიწოდებული საქონლის ვარგისიანობის ვადა არ უნდა იყოს ნაკლები ამ საქონლის სრული ვარგისიანობის ვადის 80%-სა. სხვა შემთხვევაში, აუცილებელია, კომენტარის ველში შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება ვადასთანდაკავშირებით. საქონლის ვარგისობის ვადა შესაძლებელია იყოს განსხვავებული მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით.
- მიმდინარე რეგულაციების გათვალისწინებით, აუცილებელია, მედიკამენტს, რომელსაც გვთავაზობთ, მინიჭებული ქონდეს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს.
- გამარჯვებულის გამოვლინების შემდეგ, მომწოდებლის მიერ კონკრეტული დაკვეთით გათვალისწინებული მედიკამენტების ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს ვიან-ლოჯისტიკის (თბილისი/ქუთაისი) საწყობებში.
- ხელშეკრულება მხარეთა შორის იდება ერთი წლის ვადით, მომწოდებელი უზრუნველყოფს უწყვეტ მომარაგებას ტენდერის მოქმედების პერიოდში.
- წარმოდგენილ წინადადებაში (დანართი #1), გთხოვთ, მიუთითოთ თქვენს მიერ შემოთავაზებული მედიკამენტის დასახელება, ერთეულის ფასი, მწარმოებელი კომპანია, აქტიური სუბსტანციის მწარმოებელი ,შეფუთვის ქვეყანა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალების შესყიდვების უფროსი
ნათია ლაჩაშვილი
ტელ: 558 90 99 90
ელ. ფოსტა: nlachashvili@vian.health, smakharadze@vian.health
ტენდერის კატეგორია:
- 33600000 ფარმაცევტული პროდუქტები