
3 ნოემბერი 2025, 12:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T28348 - ტენდერი IT აუდიტის მომსახურებაზე
- გამომცხადებელი: ტერაბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
- ფასის კლების ბიჯი: 500.00 ₾
- მონაწილეობის დაწყება: 20 ოქტომბერი 2025 დრო 13:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 3 ნოემბერი 2025 დრო 12:00
- უფასო მონაწილეობა: კი
ტენდერის აღწერილობა:
სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს IT აუდიტის ჩატარების მომსახურების შესყიდვაზე
სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა ერთი მომწოდებელი, რომელთანაც გაფორმდებახელშეკრულება.
გასაწევი მომსახურების ჩამონათვალი მოცემულია თანდართულ ფაილად დანართი N1
სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას :
- ფასი (ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველ აგადასახადის ჩათვლით)
- კომპანიის გამოცდილება ( შესრულებული პროექტების ჩამონათვალი აიტი აუდიტის მიმართულებით)
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი
- მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ
- შეთანხმება კონფიდენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი)
- საბანკო ამონაწერი ან ცნობა საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო 6 თვის
აუცილებელი პირობა:
მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშზე.
ელ. ტენდერი
- ტენდერი ჩატარდება 3 ბიჯიანი ვაჭრობის ტიპის გამოყენებით Tenders.ge-ს ს ელექტრონული შესყიდვების პორტალზე. ტენდერში მონაწილეობისათვის დამატებით იხილეთ დანართი „ელ. ტენდერში მონაწილეობისინსტრუქცია“.
- Tenders.ge-ს ელექტრონული შესყიდვების პორტალზე, ვაჭრობის დასრულების შემდგომ გამოვლინდება ყველაზედაბალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტი.
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 3 ნოემბერი (12:00 სთ)
ვაჭრობის დაწყების დრო: 12:00 სთ ( 3 ნოემბერი, 2025 წ)
ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვისსაჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად. პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ.
ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 3 ნოემბერს, 12:00 საათზე.
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი ვაჭრობა
- გთხოვთ სისტემაში დააფიქსიროთ შეთავაზების ჯამური ღირებულება;
- ვაჭრობა გაიმართება ჯამურ ღირებულებაზე;
- ფასის კლების ბიჯი: 500 ლარი
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
ვაჭრობის დაწყების დრო: 2025 წლის 3 ნოემბერს, 12:00 საათზე.
ტენდერთან დაკავშირებულ კითხვებზე დაუკავშირდით დიანა კოკოლიშვილს, ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: diana.kokolishvili@terabank.ge , ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 2008). მობ: 599547702
შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
ტენდერის კატეგორია:
- 79200000 საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები