ჩაბარების ვადა:

28 ოქტომბერი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T28349 - ტენდერი ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და IT ინფრასტრუქტურის შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: სს ჰეშ ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 21 ოქტომბერი 2025 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 28 ოქტომბერი 2025 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

სს ჰეშ ბანკი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და IT ინფრასტრუქტურის შესყიდვაზე.

 დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის საშუალებით

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განმარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარმოსადგენად.

 შერჩევის პროცესის მიმდინარეობა:

  • ტენდერის გამოცხადება 20 ოქტომბერი 2025 წელი
  • ტენდერის დასრულება: 28 ოქტომბერი 2025 წელი

შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.

ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.

შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე.

ტენდერით შესასყიდი პროდუქტის/მომსახურების ჩამონათვალი:

თან ერთვის წინამდებარე დოკუმენტს დანართი #3 სახით

მოთხოვნები მომწოდებელ კომპანიის მიმართ და წარმოსადგენი დოკუმნეტების ჩამონათვალი:

 დანართი #1- კომპანიის რეკვიზიტები;

  • ინიმუმ 2 სარეკომენდაციო წერილი, აღნიშნული ტიპის მომსახურებაზე;
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სატენდერო წინადადების დეტალური განფასება (ტექნიკური დავალების შესაბამისად) ერთი წლის პერიოდზე PDF ფორმატში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ასევე ექსელის ფაილის სახით(სატენდერო შეთავაზება უნდა შეიცავდეს ყველა ხარჯს, დაკავშირებულს მომსახურების გაწევასთან მათ შორის მოქმედ გადასახადებს, რომელიც ვრცელდება პრეტენდენტზე და სხვ.)
  • განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • პრეტენდენტი სატენდერო წინადადების წარმოდგენით ადასტურებს, რომ (ა) იგი გაეცნო დანართი #2-ის სახით წარმოდგენილ მომსახურების ხელშეკრულების ნიმუშს, რომლის გაფორმებაც მოხდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან, ხელშეკრულება არის შაბლონური სახის და დაკორექტირდება პრეტენდენტან ინდივიდუალურად და (ბ) მისთვის ცნობილია, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ აქვს უფლება, გაზარდოს სახელშეკრულებო ფასები ან სხვაგვარად გააუარესოს შემსყიდველის მდგომარეობა.
  • ანგარიშსწორება შემსრულებელთან იწარმოებს, მომსახურების შესახებ მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. წინასწარი თანხის მოთხოვნა ტენდერით არ არის გათვალისწინებული 

პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია

შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
  • პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
  • მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
    სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
    - არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
    - არ შეესაბამება სინამდვილეს;
    - ყალბია.
  • არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.

კონფიდენციალურობა

პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა. 

სატენდერო წინადადების წარდგენა

სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, დახურული კონვერტის პრინციპით.

პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2025 წლის 28 ოქტომბრის 18:00 საათისა

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 28 ოქტომბერი, 2025წ. 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: N.A
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ტენდერთან დაკავშირებით - diana.kadaria@hashbank.ge ტექნიკური საკითხებთან დაკავაშირებით irakli.dalakishvili@hashbank.ge lasha.ediberidze@hashbank.ge - ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: +995 551 677467, +995 557 71 33 52; +995 593 00 94 00

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
შეკითხვები