ჩაბარების ვადა:

27 ოქტომბერი 2025, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T28363 - ტენდერი ღია ბორტიანი ნახევრად სატვირთო - Ford Transit - ავტომობილებზე ტენტების დამზადების და მონტაჟის მომსახურების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 20 ოქტომბერი 2025 დრო 17:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 27 ოქტომბერი 2025 დრო 15:00
  • უფასო მონაწილეობა: კი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ტენდერს ღია ბორტიანი ნახევრად სატვირთო - Ford Transit - ავტომობილებზე ტენტების დამზადების და მონტაჟის მომსახურების შესყიდვაზე.

1.2 შესასყიდი მომსახურების ტექნიკური მახასიათებელი-დავალება.

დანართ N1-ში მოცემულია იმ მანქანების ჩამონათვალი და მონაცემები, რომელზეც უნდა მოხდეს ტენტის დამზადება და მონტაჟი, ასევე მითითებული ტენტის საორენტაციო ზომები. 

ნიმუშის სახით შეგიძლიათ იხილოთ სურათები.

ნიმუშის ადგილზე სანახავად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე:

გიორგი სოტკილავა
ტელ: +995 577 00 27 61

ალექსანდრე ბუაჩიძე
ტელ: +995 579 56 56 46

1.3 განფასება

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასი ლარში დანართი N1-ის ექსელის მიხედვით. შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს ტენტის, მექანიზმის და მისი ტექნიკაზე დამონტაჟების ღირებულებას.

1.4 მომსახურების მიწოდების/შესრულების ადგილი

მომსახურების შესრულების ადგილი მითითებული უნდა იყოს დანართ N1-ში პრეტედენტის მიერ.

1.5 ანგარიშსწორების პირობები 

ანგარიშსწორება უნდა მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების წესით, პრეტედენტის მიერ დანართ N1-ში შემოთავაზებული პირობების მსგავსად. უპირატესობა მიენიჭება კონსიგნაციის ვადას.

1.6 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად)
  • კომპანიის განახლებული ამონაწერი ტენდერის გამოცხადების მომენტიდან;
  • შემოთავაზებული ტენტის ნიმუში (მისამართი: თბილისი, ფეიქრების ქუჩა N30)

შენიშვნა:
1) ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
2) პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

1.7 ხელშეკრულების გაფორმება

წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ხელშეკრულება.

1.8 სხვა მოთხოვნა

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს გამარჯვებულ კომპანიას. შემსყიდველი, არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი, იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი, არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  შემსყიდველის, მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 27 ოქტომბერი, 15:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში 

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების წარმომადგენელი

საკონტაქტო პირი: გიორგი სოტკილავამის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: gsotkilava@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (4801); 577 002761

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ: +995 322 931111 (1145); 599 505067

ტენდერის კატეგორია:

  • 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის
  • 39500000 ქსოვილის ნივთები
შეკითხვები