ჩაბარების ვადა:

29 ოქტომბერი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T28385 - ტენდერი მონაცემთა გაჟონვის პრევენციის სისტემის შესყიდვაზე (DLP)

  • გამომცხადებელი: სს ჰეშ ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 22 ოქტომბერი 2025 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 29 ოქტომბერი 2025 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

სს ჰეშ ბანკი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს მონაცემთა გაჟონვის პრევენციის სისტემის შესყიდვაზე (DLP).

დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის საშუალებით.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განმარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარმოსადგენად.

შერჩევის პროცესის მიმდინარეობა:

  • ტენდერის გამოცხადება:  21 ოქტომბერი 2025 წელი
  • ტენდერის დასრულება: 29 ოქტომბერი 2025 წელი

შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.

ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.

შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე. 

ტენდერით შესასყიდი პროდუქტის/მომსახურების ჩამონათვალი:

ლიცენზიების რაოდენობა: არანაკლებ 200 საბოლოო წერტილისთვის(endpoint) – 1 წლიანი ლიცენზიის შესყიდვა

ძირითადი მოთხოვნები :

მონაცემთა გაჟონვის პრევენციის პროგრამულმა უზრუნველყოფამ (შემდგომში – სისტემა) უნდა უზრუნველყოს კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემის კონტროლი, როგორც შიდა ლოკალურ ქსელში, ასევე გარე ქსელებში და ეფექტურად აღკვეთოს დაცული ინფორმაციის გაჟონვა ნებისმიერ არხზე.
სისტემა უნდა მუშაობდეს როგორც საბოლოო წერტილებზე (Endpoint), ასევე გარე სისტემებთან (SIEM, JIRA) ინტეგრაციით. მას უნდა შეეძლოს ამ რეჟიმების ერთდროული მხარდაჭერა.

სისტემა არ უნდა შედგებოდეს მრავალქვესისტემისგან და არ უნდა მოითხოვდეს კონკრეტული მოდულების ცალკე გააქტიურებას ზემოთ აღნიშნულ არხებზე.
 ფუნქციონალი – მონაცემთა გაჟონვისგან საბოლოო წერტილის დაცვა, კონფიდენციალური მონაცემების აღმოჩენა, მონაცემების კლასიფიკაცია, მოწყობილობების კონტროლი და აპლიკაციების მონიტორინგი. ყველა ფუნქციონალის შესრულებისათვის სისტემა უნდა იყენებდეს მხოლოდ ერთ აგენტს საბოლოო წერტილზე და უნდა იყოს შემდეგ ოპერაციულ სისტემებთა თავსებადი : Windows 11, MacOSX, Linux

სისტემის ტექნიკური მახასიათებლების მოთხოვნები და სხვა დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტაციაში.

პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია

შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში; 
  • პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
  • მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
    -  სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
    - არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
    - არ შეესაბამება სინამდვილეს;
    - ყალბია.
  • არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.

კონფიდენციალურობა:

პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა. 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი, 2025 წ. 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: N.A
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ტენდერთან დაკავშირებით - diana.kadaria@hashbank.ge

ტექნიკური საკითხებთან დაკავაშირებით irakli.dalakishvili@hashbank.ge - ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: +995 551 677467, +995 557 71 33 52.

ტენდერის კატეგორია:

  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
შეკითხვები