7 ნოემბერი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T28408 - ტენდერი არსებული მონაცემთა რეზირვირების ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე
- გამომცხადებელი: ტერაბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 24 ოქტომბერი 2025 დრო 14:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 7 ნოემბერი 2025 დრო 18:00
- უფასო მონაწილეობა: კი
ტენდერის აღწერილობა:
სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს არსებული მონაცემთა რეზირვირების ინფრასტრუქტურის გაფართოების თაობაზე.
სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა ერთი მომწოდებელი, რომელთანაც გაფორმდებახელშეკრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საქართველოში უნდა არსებობდეს შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის მინიმუმ ორი ავტორიზებული სერვის-ცენტრი. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია.
- მოწოდებული საქონელი (მისი ყველა კომპონენტი) უნდა იყოს ახალი (არ უნდა იყოს მეორადი გამოყენების).
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის წერილი (MAF), რომელიც დაადასტურებს შემოთავაზებული საქონლის გაყიდვის ავტორიზაციას, მითითებული იქნება პრეტენდენტის დასახელება და წინამდებარე ტენდერის უნიკალური ნომერი.
- პრეტენდენტს ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოში განხორციელებული უნდა ჰქონდეს “მონაცემთა რეზერვირების დისკური მოწყობილობის” მიმართულებით, არანაკლებ 2 (ორი) პროექტი შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის ანალოგიური ტექნოლოგიის გამოყენებით.
- საინსტალაციო სამუშაოები უნდა განახორციელოს შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებლის მიერ სერტიფიცირებულმა ინჟინერმა. ინჟინრის სერტიფიკატი გაცემული უნდა იყოს შემოთავაზებული სერვერების ინსტალაციაზე.
მომსახურების სპეციფიკაცია მოცემულია თანდართულ ფაილად - ტექნიკური დავალება.
სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
- ფასი წარდგენილი უნდა იყოს მომსახურების როგორც I ასევე II ვარიანტზე (ტექნიკური დავალების მიხედვით) (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით)
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი
- მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ბოლო 6 თვის )
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ
- შეთანხმება კონფიდენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი)
- საბანკო ამონაწერი ან ცნობა საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ (ბოლო 6 თვის)
აუცილებელი პირობა: მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშზე.
ელ. ტენდერი: ტენდერი ჩატარდება Tenders.ge-ს ს ელექტრონული შესყიდვების პორტალზე. ტენდერში მონაწილეობისათვისდამატებით იხილეთ დანართი „ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია“.
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 7 ნოემბერი (18:00 სთ)
ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად. პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ.
ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 7 ნოემბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: N/A
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
ტენდერთან დაკავშირებულ კითხვებზე დაუკავშირდით დიანა კოკოლიშვილს, ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: diana.kokolishvili@terabank.ge , ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 2008). მობ: 599547702
შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
ტენდერის კატეგორია:
- 48100000 პროგრამული უზრუნველყოფის სამრეწველო პაკეტები
- 48200000 ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები
- 48600000 მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტები
- 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
- 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
- 72300000 მონაცემთა მომსახურება
- 72900000 კომპიუტერის მონაცემების სარეზერვო დუბლირება და კატალოგების კონვერტირება