ჩაბარების ვადა:

8 სექტემბერი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2841 - ტენდერი სასმელი წყლის და ერთჯერადი ჭიქების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს სასმელი წყლის და ერთჯერადი ჭიქების შესყიდვაზე. 

ტენდერი ჩატარდება 1 ლოტად - ტენდერი სასმელი წყლის და ერთჯერადი ჭიქების შესყიდვაზე.

სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად სატენდერო კომისია შეარჩევს კომპანიას, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ფასს და მომსახურების პირობებს, რომელთანაც გაფორმდება ერთწლიანი ჩარჩო ხელშეკრულება სასმელი წყლის და ერთჯერადი ჭიქების პერიოდულ მოწოდებაზე.

აუცილებელი პირობა:

  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ბანკი ანგარიშწორებას აწარმოებს მხოლოდ სს „ტერაბანკში“ გახსნილ საბანკო ანგარიშზე
  • მომსახურე კომპანია ვალდებული იქნება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, დაამონტაჟოს და დროებით სარგებლობაში (უფასოდ) გადასცეს შემსყიდველს საჭირო რაოდენობის წყლის ჩამოსასხმელი აპარატი (დისპენსერი), რომელსაც უნდა გააჩნდეს არანაკლებ ორი მოწოდების ფუნქცია (ცივი და ცხელი) და რომელიც თავსებადი უნდა იყოს შემოთავაზებული სასმელი წყლის ბალონებთან;
  • მომსახურე კომპანია ვალდებული იქნება უზრუნველყოს მის მიერ მოწოდებული დისპენსერების გამართული მუშაობა.

თანდართულ ფაილებად იხილეთ ფასთა ცხრილი, საჭირო დისპენსერების რაოდენობა და შესყიდვის საპროგნოზო თვიური მოცულობა.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად შემოთავაზება უნდა მოგვაწოდოთ დალუქული კონვერტით, სს „ტერაბანკი“-ს კანცელარიაში შემდეგ მისამართზე: თბილისი 0103, წმ ქეთავან დედოფლის გამზ. 3.

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას და ინფორმაციას:

  • ფასთა ცხრილი (შევსებული თანდართული ფაილის შესაბამისად, პასუხისმგებელი პირის და კომპანიის ბეჭდით დამოწმებული.);
  • შემოთავაზებული წყლის ხარისხის/შესაბამისობის სერტიფიკატი ან/და ლაბორატორიული დასკვნა;
  • მინ. 3 წლიანი გამოცდილება შესაბამის სფეროში;
  • კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
  • მინიმუმ სამი ორიგინალი სარეკომენდაციო წერილი(ბოლო 6 თვის გაცემული);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების შესახებ;
  • საბანკო ამონაწერი ან ბანკთან შედარების აქტი ბრუნვების შესახებ (ბოლო 6 თვის);
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე (იხ. თანდართული ფაილი);

აუცილებელი პირობა:

  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ბანკი ანგარიშწორებას აწარმოებს მხოლოდ სს „ტერაბანკში“ გახსნილ საბანკო ანგარიშზე

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი მონაცემები:

  • კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
  • ტენდერის დასახელება – „სასმელი წყლის და ერთჯერადი ჭიქების შესყიდვაზე“

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის, 8 სექტემბერი (18:00 საათამდე).

ტექნიკური საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლაშა ჭანტურიძე, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: lasha.chanturidze@terabank.ge  ან ნომერზე: 2 55 00 00 (1153) , ხოლო ტენდერის პროცედურების, ვადების და მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის შესახებ დაუკავშირდით ანდრო ტატიშვილს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: Andro.Tatishvili@terabank.ge  ან ნომერზე: 2 55 00 00 (2008)

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

ტენდერის კატეგორია:

  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 41100000 ბუნებრივი წყალი