ჩაბარების ვადა:

5 ნოემბერი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T28470 - ფასთა გამოკითხვა აკუმულატორების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: RMG Copper
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 5 ნოემბერი 2025 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

სს არემჯი კოპერი აცხადებს ფასთა გამოკითხვას აკუმულატორების შესყიდვაზე.

  • შესყიდვის საგანი: აკუმულატორები
  • კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 05.11.2025 18:00 საათი
  • ფასთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი
  • პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ პროდუქციის მიწოდებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.
  • პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

  • ენა : ქართული/რუსული/ინგლისური
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • შემოთავაზებული პროდუქციის ღირებულება:
  • გადახდის პირობები;
  • დამზადების ვადა;
  • პროდუქციის მიწოდების ვადები;
  • მიწოდების პირობა;
  •  ტექნიკური დოკუმენტაცია;
  • შემოთავაზებული პროდუქციის წარმოშობის სერთიფიკატი;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
  •  რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები;
  • ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ

დამატებითი პირობები:

  • მიწოდებული აკუმულატორები უნდა იყოს ახალი (საქონელი, რომელიც არ იყო გამოყენებული, აღდგენილი).
  • გამოშვების წელი: არ უნდა იყოს გამოშვებული 2025 წელზე ადრე.
  • ასევე უნდა იყოს მითითებული საგარანტიო პირობები (საგარანტიო ვადა)
  • მიწოდებული ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს მოცემული სახის საქონლისთვის ტექნიკურ რეგლამენტს, სახელმწიფო სტანდარტებს და დადასტურებული იყოს გამომშვები ქარხნის მიერ გაცემული ხარისხის სერტიფიკატით .
  • მომწოდებელმა აუცილებლად უნდა შეავსოს დანართი 2 .

წინადადების წარდგენისას აუცილებელია მიუთითოთ ფასთა გამოკითხვისთვის მინიჭებული კოდი.

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

  • მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
  • ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1
  • კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქეთა ალექსი-მესხიშვილი
Т +995 511 21 00 35
kaleksimeskhishvili@richmetalsgroup.com

ტენდერის კატეგორია:

  • 31400000 აკუმულატორები, დენის პირველადი წყაროები და პირველადი ელემენტები
შეკითხვები