13 ნოემბერი 2025, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T28515 - ტენდერი ტურნიკეტების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: მპ დეველოპმენტი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 4 ნოემბერი 2025 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 13 ნოემბერი 2025 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია, „მპ დეველოპმენტი“ (პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ https://www.mpd.ge/ ) აცხადებს ტენდერს ტურნიკეტების შესყიდვის თაობაზე.
შესყიდვის ობიექტის აღწერა:
კომპანია მპ დეველოპმენტის მფლობელობაში არსებულ 2 სავაჭრო მოლში, გორი ტინისხიდი მოლი და არგვეთა მოლი, საჭიროებს არსებული ტურნიკეტების ჩანაცვლებას. 2 არსებული ტურნიკეტის დემონტაჟი, ახლის შესყიდვა და მონტაჟი საჭიროა არგვეთაში, ხოლო 3 არსებული ტურნიკეტის დემონტაჟი, ახლის შესყიდვა და მონტაჟი საჭიროა ტინისხიდზე. მართვის სისტემა რჩება არსებული, შესყიდვის საგანს წარმოადგენს, მხოლოდ ტურნიკეტების როგორც პროდუქტის შესყიდვა და მონტაჟი, და არსებულების დემონტაჟი.
სანიმუშო ფოტო რეფერენსი: რეფერენსი წარმოდგენილია, ვიზუალის აღსაქმელად, საჭიროა იყოს მინიმალისტური ვიზუალის მქონე და იყოს Tripod Turnstile.
სამუშაობის დაწყება/დასრულების პერიოდი:
- დაწყება: იანვრის დასაწყისი
- დასრულება: იანვრის ბოლო
- სამუშაოები შესაძლებელია - როგორც დღის ასევე ღამის საათებში
სავალდებულოდ წარმოსაგენი დოკუმენტაცია:
- სრულყოფილად განფასებული ფასების ცხრილი (დანართი N1) თითოეულ პოზიციაზე მითითებული ღირებულებით და შესაბამისი სპეციფიკაციებით.
- ტექნიკური Datasheet-ები
- შემოთავაზებული პროდუქტის რეალური ფოტოსურათები
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
- საბანკო რეკვიზიტები
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ მოკლე ინფორმაცია (გამოცდილება, კლიენტების ჩამონათვალი)
- საქართველოს რეზიდენტი ორი კომპანიის სარეკომენდაციო წერილი
შემოთავაზებების მიღებისა და ტენდერის პროცესი:
- ტენდერის პროცესი იმართება ონლაინ პლატფორმაზე Tenders.ge, სადაც ტენდერის დასრულების ვადამდე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სავალდებულო დოკუმენტაციაში ჩამოთვლილი ყველა დოკუმენტი
- დამაზუსტებელი კითხვების არსებობის შემთხვევაში პრეტენდენტი უნდა დაუკავშირდეს ამავე დოკუმენტში მითითებულ საკონტაქტო პირს
- შესავსებია „დანართი N1” საჭირო ბლანკები
სატენდერო პირობები:
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება
- სატენდერო წინადადებაში წარმოდგენილი ფასები უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირებას შესაბამის ობიექტებამდე, არსებული ტურნიკეტების დემონტაჟს და ახლების მონტაჟს. (5 ერთეულის დემონტაჟი, 5 ერთეულის მონტაჟი)
- მიწოდების ვადა: შეთანხმებულ ვადებში აუცილებელია პროდუქციის მიწოდება
- მიწოდების ადგილი: 2 ერთეული ტურნიკეტის ტრანსპორტირება, 2 ერთეულის დემონტაჟი, 2 ერთეულის მონტაჟი - ზესტაფოწის · რაიონი, სოფ. არგვეთა, 24-ე ქუჩა, N25 -მიწის (უძრავი) ქოწების საკადასტრო კოდი: 32.03.34.528. 3 ერთეული ტურნიკეტის ტრანსპორტირება, 3 ერთეულის დემონტაჟი, 3 ერთეული მონტაჟი - რაიონი გორისოფელი ტიწისხიდი(საკად.კოდი 66.44.02,362).
- გარანტიის პირობა: მინიმუმ 5 წელი
- ანგარიშსწორების პირობა: ინდივიდუალურად განიხილება
აუცილებელი მოთხოვნები:
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სავალდებულო დოკუმენტაციის ჩამონათვალი
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის პროცესში.
- წინადადებაში მითითებული ფასი მოცემული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში, ყველა გადასახადისა და გადასახდელის გათვალისწინებით, მათ შორის ტრანსპორტირების ჩათვლით.
- შემოთავაზება უნდა იყოს ყველა გადასახადის ჩათვლით.
ხელშეკრულება დაიდება პრეტენდენტთან საუკეთესო ფასის და შემოთავაზებული წინადადების სატენდერო დოკუმენტაციის პირობებთან შესაბამისობის გათვალისწინებით.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 13 ნოემბერი, 18:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირი:
ირაკლი ნანავა
+995 599 04 06 90
Procurement@biograpi.ge
ტენდერის კატეგორია:
- 31700000 ელექტრონული, ელექტრომექანიკური და ელექტროტექნიკური აქსესუარები
- 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
მოგესალმებით, გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია შესყიდვის ობიექტი (ტურნიკეტები) მონტაჟის ადგილი და ფუნქცია? ასევე საშუალოდ ხალხის ნაკადის ოდენობა? აღნიNშული ინფორმაცია მნიშვნელოვანია მოცემულ ტენდერზე სრულყოფილი შეთავაზების განსახორციელებლად