20 ნოემბერი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT28658 - ტენდერი სპეციალური ტანსაცმლის შესყიდვის მომსახურებაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციები
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 20 ნოემბერი 2025 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს განახლებადი ენერგის ოპერაციები“ (სკ: 404642892) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს შვილობილი კომპანიების თამაშრომლებისთვის სპეციალური ტანსაცმლის შესყიდვაზე.
2. შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:
სს“ საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციების“ თანამშრომლებისთვის სპეციალური ტანსაცმლის შესყიდვისთვის საჭირო რაოდენობები და მოთხოვნის დეტალები აღწერილია ფაილებში:
- დანართი N1 - ზომები და რაოდენობები
- დანართი N2 - სპეც. ტანსაცმლის სპეციფიკაცია.
გასათვალისწინებელია, რომ დაგვჭირდება ქურთუკების და მაისურების ბრენდირება ზურგზე. ლოგოები მოცემულია ფაილში:
- დანართი N3 – GRPO ლოგოები.
პრეტენდენტმა განფასება უნდა წარმოადგინოს დანართი N1 - ზომები და რაოდენობები და დანართი N2 - სპეც. ტანსაცმლის სპეციფიკაციაში მოცემული ინფორმაციის და რაოდენობის შესაბამისად ექსელის ფაილით და ხელმოწერილ დამოწმებულ პდფ ფორმატით. ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში ბრენდირების, ტრანსპორტირების, დამატებითი ღირებულების და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით.
4. მოწოდების (ხელშეკრულების) ვადა:
მომსახურების ვადა - 2 კვირა, თუმცა განვიხილავთ თქვენს შემოთავაზებულ ვადებსაც.
ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების მიღებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
განიხილება თქვენი შემოთავაზებული გადახდის პირობაც.
6. პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:
- ფასების ცხრილი ექსელის ფაილის სახით და ხელმოწერილ pdf. დამოწმებულ ფორმატში;
- ხარისხის დამადასტურებელი შესაბამისი სერთიფიკატები;
- მომსახურების ვადა;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი.
ყურადღება: პრეტენდენტის მიერ მე-6 პუნქტში მოცემული დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, სატენდერო წინადადება არ განიხილება!
წინადადების წარმოდგენის ფორმა: ქართულ ენაზე, ელექტრონული ფორმით.
შენიშვნა:
- ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს შესაბამისი მინდობილობა);
- პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება სატენდერო პირობების შესაბამისად.
- წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
· გაკოტრების პროცესში;
· ლიკვიდაციის პროცესში;
· საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში. - ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
- შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოსტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისიმიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
შემსყიდველი გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის მხრიდან.
9. ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ იქნას ქვევით მოცემული საკონტაქტო მეილი: nmurachashvili@grpc.ge.
პრეტენდენტმა სატენდერო შემოთავაზება უნდა გამოაგზავნოს მეილზე: nmurachashvili@grpc.ge
წინადადების წარდგენის საბოლოო ვადა: 2025 წლის 20 ნოემბერი.
შესყიდვების დეპარტამენტის წარმომადგენელი:
საკონტაქტო პირი: ნინო მურაჩაშვილი
მის.: თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: nmurachashvili@grpc.ge
ტელ: 577 35 00 96
ტენდერის კატეგორია:
- 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები
- 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
- 18300000 ტანსაცმელი