21 ნოემბერი 2025, 16:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T28673 - ტენდერი PatchFALT გზის მოვლის მანქანაზე დაფიქსირებული გაუმართაობების სრულყოფილ დიაგნოსტიკაზე, დაზიანებული დეტალების გამოცვლაზე, მოწესრიგებასა და სისტემის სრული ფუნქციონალის აღდგენაზე
- გამომცხადებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 14 ნოემბერი 2025 დრო 19:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 21 ნოემბერი 2025 დრო 16:00
- უფასო მონაწილეობა: კი
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ტენდერს PatchFALT გზის მოვლის მანქანაზე დაფიქსირებული გაუმართაობების სრულყოფილ დიაგნოსტიკაზე, დაზიანებული დეტალების გამოცვლაზე, მოწესრიგებასა და სისტემის სრული ფუნქციონალის აღდგენაზე.
1.2 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:
მოცემულია დანართი N1 - ტექნიკური დავალება
1.3 განფასება:
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შეთავაზება (ლარში დღგ-ეს ჩათვლით) დანართი N2-ის მიხედვით ექსელის ფორმატში;
1.4 განსაკუთრებული მოთხოვნები:
- ყველა სამუშაო უნდა შესრულდეს მწარმოებლის ტექნიკური წესების, უსაფრთხოების ნორმებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
- ყველა მონტაჟებულ დეტალზე და შესრულებულ სამუშაოზე უნდა გავრცელდეს მინიმუმ 6 თვიანი გარანტია
- სამუშაოების დასრულების შემდეგ უნდა შემოწმდეს ყველა კვანძი დატვირთვაზე.
1.5 ანგარიშსწორების პირობები:
პრეტედენტმა უნდა დააფიქსიროს დანართი N2-ში. კონსიგნაციის ვადას მიენიჭება უპირატესეობა.
1.6 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:
- ცხრილი (დანართი N2- ის შესაბამისად) და თანხმობა განსაკუთრებულ მოთხოვნებზე (პუნქტი 1.4);
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
- კომპანიის სრული რეკვიზიტები;
- უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში ანალოგიური საქონლის/მომსახურების მიწოდების გამოცდილება;
- საბანკო რეკვიზიტები გაცემული ბანკის მიერ, ხელმოწერილი და ბეჭდიანი.
შენიშვნა:
- ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
- პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
1.7 ხელშეკრულების გაფორმება:
წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ხელშეკრულება სატენდერო პირობების გათვალისწინებით.
1.8 სხვა მოთხოვნა:
- წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
· გაკოტრების პროცესში;
· ლიკვიდაციის პროცესში;
· საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში. - ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
- შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი, არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
შემსყიდველი, იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი, არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.
შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის, მხრიდან.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 21 ნოემბერი, 16:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ტენდერში მონაწილეობა უფასოა
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: გიორგი სოტკილავა
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: gsotkilava@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (4801); 577 002761
საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ: +995 322 931111 (1145); 599 505067
ტენდერის კატეგორია:
- 50100000 სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 50200000 თვითმფრინავების, რკინიგზის, საგზაო და საზღვაო მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები