ჩაბარების ვადა:

28 ნოემბერი 2025, 17:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T28752 - ტენდერი 1 ცალი Brand New ახალი ევაკუატორის შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: EUR
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 24 ნოემბერი 2025 დრო 12:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 28 ნოემბერი 2025 დრო 17:00
  • უფასო მონაწილეობა: კი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია. ცვლილება შევიდა 1.8 პუნქტის ბოლო ქვეპუნქტში და ტექნიკური სპეციფიკაციების ფაილში.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ტენდერს 

1.2 შესასყიდი ავტომანქანების ტექ. მახასიათებელი: 

თანდართულ ფაილებში მოცემული ტექნიკური სპეციფიკაცია შესაძენ 1 ცალი ახალი Brand New ევაკუატორის შესყიდვაზე:

1.3 განფასება

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სავალდებულო ინფორმაცია და ფასები (EUR) დანართი N1-ის მიხედვით. (ფასების ცხრილი) 

პრეტენდენტს აქვს უფლება შემოთავაზება გააკეთოს რამოდენიმე მოდელით.

1.4 ტექნიკის მიწოდების მოქმედების ვადა:

პრეტედენტმა უნდა დააფიქსიროთ დანართი N1-ის მიხედვით (ფასების ცხრილში)

1.5 ტექნიკის მიწოდების ფორმა და ადგილი

ავტომობილის გაყვანა  გამყიდველის სერვის ცენტრიდან (მხოლოდ ქალაქ თბილისის სერვის ცენტრები);  

ავტომობილის გაფორმება უნდა მოხდეს სსიპ შსს მომსახურების სააგენტოში ან გამყიდველის სერვის ცენტრში გამყიდველის ხარჯებით.

1.6 ანგარიშსწორების პირობები

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, პრეტენდენტის მიერ დანართ N1-ში შემოთავაზებული გადახდის პირობის მსგავსად. უპირატესობა მიანიჭება კონსიგნაციის ვადას.

1.7 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • კომპანიის განახლებული ამონაწერი ტენდერის გამოცხადების მომენტიდან;
  • დანართი N1- ფასების ცხრილი 
  • ავტომობილის ტექ. მახასიათებელი და სრული კომპლექტაცია სასურველია ორ ნაზე ქართული და ინგლისური (დანართ N1-ის შესაბამისად)
  • საგარანტიო პირობა და სასურველია ასევე საგარანტიო პერიოდში გეგმიური სერვისების განფასება;
  • საგარანტიო მომსახურების სერვის პუნქტების რაოდენობა და მისამართები;
  • ავტომობილის სურათები (სალონის ჩათვლით);
  • საგარანტიო პერიოდში ძირითადი აგრეგატების როგორიცაა - ძრავი, გადაცემათა კოლოფი, ხიდი - მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში შეკეთების ვადები.

1.8 GWP-ის განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • საგარანტიო პერიოდი უნდა ვრცელდებოდეს ტექნიკურ დავალებებში მოცემული ვადების მოთხოვნისამებრ; უფრო დიდ საგარანტიო ვადას მიენიჭება უპირატესობა;
  • სასურველია მონაწილემ წარადგინოს, საგარანტიო პერიოდში გეგმიური სერვისების განფასება;
  • პრეტედენტმა უნდა წარმოადგინოს საგარანტიო პერიოდში ძირითადი აგრეგატების როგორიცაა - ძრავი, გადაცემათა კოლოფი, ხიდი - მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში შეკეთების ვადები;
  • პრეტედენტს უნდა ჰოქნდეს თბილისში სერვისის ცენტრის მინიმუმ ერთი ლოკაცია;
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ღირებულება უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, პრეტენდენტმა ასევე უნდა უზრუნველყოს ავტომობილის გაფორმება შემსყიდველის სახელზე საკუთარი ხარჯებით;
  • პრეტედენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული ავტომანქანების სრული კომპლექტაცია; სასურველია ორ ენაზე: ქართული და ინგლისური
  • შემოთავაზებული ევაკუატორის აღჭურვილობა დამონტაჟებული უნდა იყოს მანქანის მწარმოებლის ქარხნული რეკომენდაციის შესაბამისად ან მის მიერ ავტორიზებულ საწარმოში. 

შენიშვნა:
1) ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
2) დანართი N1- ატვირთული უნდა იყოს როგორც ხელოწერილი, ასევე ექსელის ფორმატში;
3) პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
 

1.9 ხელშეკრულების გაფორმება

წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ხელშეკრულება.

1.10 სხვა მოთხოვნა

  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს გამარჯვებულ კომპანიას. შემსყიდველი, არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი, იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი, არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით. 

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  შემსყიდველის, მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 28 ნოემბერი, 17:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ევრო
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში 

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების წარმომადგენელი

საკონტაქტო პირი: გიორგი სოტკილავა
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: gsotkilava@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (4801); 577 002761

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ: +995 322 931111 (1145); 599 505067 

ტენდერის კატეგორია:

  • 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები
შეკითხვები