ჩაბარების ვადა:

1 დეკემბერი 2025, 15:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T28775 - ტენდერი საინკასაციო ჩანთების და ქისების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 24 ნოემბერი 2025 დრო 17:38
  • წინადადების მიღება მთავრდება: 1 დეკემბერი 2025 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯიას/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს საინკასაციო ჩანთების და ქისების შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტი:

პროდუქტი რაოდენობა
საინკასაციო ჩანთა - სიგრძე 75 სმ, სიგანე 47 სმ. (წარწერით DDG) 1200
საინკასაციო ქისა - სიგრძე 35 სმ, სიგანე 28 სმ. 12000


გადაწყვეტილების მიღებამდე სავალდებულოა პროდუქტის სატესტოდ მოწოდება. 

მახასიათებელი 

  • მატერია ცვეთაგამძლე მაღალი ხარისხის (ბრეზენტი)
  • საინკასაციო ჩანთა - ხელჩანთის ტიპის
  •  საინკასაციო ქისა - შესაკრავი თასმით 

მოწოდების პირობა:

  • მოწოდება 12 ეტაპად 2026 წელში.
  • მოწოდების მისამართი - ქ.თბილისი, ჩაჩავას ქ. # 2-4-6-8-10
  • ყოველი ეტაპი თვის 5 რიცხვამდე.
  • ყოველ ეტაპზე მოსაწოდებელი რაოდენობა
  •  საინკასაციო ჩანთა - სიგრძე 75 სმ. სიგანე 47 სმ. (წარწერით DDG) – 100 ცალი
  • საინკასაციო ქისა - სიგრძე 35 სმ. სიგანე 28 სმ. – 1000 ცალი

ანაზღაურება:

ანაზღაურება განხორციელდება თთოეული ეტაპის მოწოდებიდან 5 დღის ვადაში.

სატენდერო პირობები

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):

  •         დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
  •         დანართი N2- ფასების ცხრილი
    - ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
    - ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება
  •           დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;

შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა 01/12/2025 15:00 საათი

ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;

განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;

სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;

გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;

ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.

მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.

დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;

სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა:  2025 წლის 1 დეკემბერი, 15:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:

ლელა ტყეშელაშვილი
ტელ:
 +995 599 27 87 97
 ltkeshelashvili@ddg.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18900000 საბარგო ნივთები, სასარაჯო ნაკეთობები, ტომრები და ჩანთები
  • 39500000 ქსოვილის ნივთები
შეკითხვები