10 დეკემბერი 2025, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T28799 - ტენდერი კომპანიის თანამშრომლებისთვის კვებით უზრუნველყოფის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს კლინიკები
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 26 ნოემბერი 2025 დრო 12:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 10 დეკემბერი 2025 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს ,,საქართველოს კლინიკები“, სს ,,ვიანი“, სს ,,გეფა“ და სს ,,ევექსი“ („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს პარტნიორი კომპანიის შერჩევას, რომელიც უზრუნველყოფს კაფეტერიის გამართულ მუშაობას ჩვენსოფისში და მაღალი ხარისხის კვებითი სერვისის მიწოდებას.
წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.
ტენდერში გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულებას გააფორმებს სს ,,საქართველოს კლინიკები“, სს ,,ვიანი“, სს ,,გეფა“ და სს ,,ევექსი“
1. შერჩევის პროცესის მიმდინარეობა:
შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2025 წლის 26 ნოემბრის 18:00 საათისა.
- შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის (შემდგომში „კონტრაქტორი“) გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
- ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება: 26 ნოემბერი 2025 წ.
- სატენდერო წინადადებების მიღება: 10 დეკემბერი 2025 წ.
- გამარჯვებული პრეტენდენტ(ებ)ის გამოვლენა: 17 დეკემბერი 2025 წ.
- ხელშეკრულების გაფორმება: 22 დეკემბერი 2025 წ. - შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
- ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება იმავე საკომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.
- შემსყიდველი იტოვებს უფლებას, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან / შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება იმავე საკომომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.
ტენდერით შესასყიდი მომსახურების აღწერილობა / სპეციფიკაციები:
შესყიდვის ობიექტი: სს ,,საქართველოს კლინიკები“, სს ,,ვიანი“, სს ,,გეფა“ და სს ,,ევექსი“-კომპანიის თანამშრომლებისთვის კვებით უზრუნველყოფის შესყიდვა.
პროდუქციის მიწოდების ადგილი და მომხმარებელთა რაოდენობა
- თბილისი, ცინცაძის 24ა.
- დღეში 200 დან 300 მომხმარებლამდე.
სატენდერო მოთხოვნები:
- მრავალფეროვანი, დაბალანსებული და გემრიელი მენიუ — მათ შორის ყოველდღიური ცხელი კერძები, სალათები, მსუბუქი საუზმეები, წვნიანები, სენდვიჩები, გამაგრილებელი სასმელები, ყავა, ჩაი და დესერტები.
- მაღალი ხარისხის ინგრედიენტების გამოყენება და სანიტარიული ნორმების სრული დაცვა.
- HACCP (Hazard Analysis and Critical Control Points)
- საჭიროების შემთხვევაში — პროდუქტის წარმომავლობისა და მომწოდებლების შესაბამისი დოკუმენტაცია
- სურსათის უვნებლობის ჰიგიენურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამდასტურებელი დოკუმენტი
- ელმისაწვდომი ფასები თანამშრომლებისა და სტუმრებისთვის.
- ტენდერის ფარგლებში დეგუსტაციის ჩატარება საკონკურსო შეფასების ეტაპზე.
დამატებითი ინფორმაცია:
- ჯანმრთელი კვების ვარიანტების ჩართვა მენიუში
- ლანჩის კომბო-პაკეტების შეთავაზება
- თანამშრომლებისთვის სპეციალური შეთავაზებები ან ფასდაკლებები
- ეკოლოგიურად უსაფრთხო და გადამუშავებადი შეფუთვის გამოყენება
- გამოცდილება დიდი ობიექტების კვებით მომსახურებაში
შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:
- კონტრაქტორის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და პრეტენდენტის მეირ წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის გათვალისწინებით.
- მიუხედავად შემსყიდველის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებისა, პრეტენდენტი არ არის უფლებამოსილი ნებისმიერი მატერიალური დანახარჯის ან/და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე, რაც მას შეიძლება მიადგეს ტენდერში მონაწილეობით, წარსადგენი სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებით, ან/და იმ მოქმედების განსახორციელებლად, რომელიც აუცილებელია მისი მიერ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში.
სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- შესასყიდი საქონლის ფასი
- შემოთავაზებული პროდუქტის და შეფუთვის ხარისხი
- კომპანიის გამოცდილება / სანდოობა / სტაბილურობა
- საკვალიფიკაციო მონაცემების სრულყოფილება
შემსყიდველის ვალდებულებებია:
ხელშეკრულებითა და წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკაშვირებული სხვა დოკუმენტებით განსაზღრული პირობების/ვალდებულებების განუხრელი დაცვა და შესრულება;
კონტრაქტორის ვალდებულებები:
კონტრაქტორის ვალდებულებებია:
- ხელშეკრულებითა და წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკაშვირებული სხვა დოკუმენტებით განსაზღრული პირობების/ვალდებულებების განუხრელი დაცვა და შესრულება;
- სატენდერო დოკუმენტებისა და მისაწოდებელი პროდუქციის ხარისხზე;
დოკუმენტაცია:
პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთვის კონტრაქტორმა უნდა მოამზადოს შემდეგი დოკუმენტები:
- მიღება-ჩაბარება წარმოდგენილი უნდა იქნას დადასტურებული და ხელმოწერილი ორივე მხარის მიერ.
სატენდერო წინადადება:
სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას/ინფორმაციას:
- კომპანიის რეგისტრაციის ამონაწერი (საჯარო რეესტრიდან)
- სურსათის უვნებლობის სერტიფიკატები (HACCP)
- მენიუს ნიმუში და ფასების დიაპაზონი
- ანალოგიური გამოცდილების აღწერა და მინიმუმ ერთი წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი
- საკონტაქტო ინფორმაცია
პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით.
პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია:
შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:
- პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
- პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
- მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
- სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
- სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
- არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
- არ შეესაბამება სინამდვილეს;
- ყალბია. - არსებობს სხვა ობიექტური გარმოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.
კონფიდენციალურობა:
პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 10 დეკემბერი, 18:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vshermadini@clinics.ge 598 11 69 58
ტენდერის კატეგორია:
- 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება
- 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები