ჩაბარების ვადა:

3 დეკემბერი 2025, 15:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T28825 - ტენდერი კაბელ მენეჯმენტის და წებვადი სამაგრის შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 26 ნოემბერი 2025 დრო 14:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 3 დეკემბერი 2025 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯიას/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს კაბელ მენეჯმენტის და წებვადი სამაგრის შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტი:

პროდუქტი რაოდენობა
კაბელ მენეჯმენტი (დიამეტრი 25 მმ.) 5500 მეტრი
ცალუღის წებვადი სამაგრი 20*20 SQ0516-0001 TDM (მაღალი ხარისხის 100 ცალიანი შეფუთვა) 100 შეკვრა


მახასიათებლები

კაბელ მენეჯმენტი:

  • დასახელება: კაბელ მენეჯმენტი 
  • ზომა: შიდა დიამეტრი 25მმ, კედლის სისქე 1.5-2მმ
  • მასალა: PVC (პოლივინილქლორიდი) ან PE (პოლიეთილენი)
  • დრეკადობა: საშუალო
  • დაცვა: UV დამცავი, თვითჩამქრობი, ტემპერატურული მდგრადობა: -5°C-დან +60°C-მდე
  • დაცვის კლასი: IP44 (მინიმალური), UV გამძლეობა, კოროზიამედეგი

ცალუღის სამაგრი:

  • დასახელება: ცალუღის სამაგრი (უნაგირი)
  • ზომები: სიგრძე 20მმ, სიგანე 20მმ, წებვადი ფუძის ზომა 20x20მმ
  • მასალა: პოლიამიდი 6.6
  • წებოს ტიპი: აკრილის ბაზაზე
  • დაცვა: UV სტაბილიზირებული
  • ტემპერატურული დიაპაზონი: -20°C-დან +60°C-მდე

გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა პროდუქტის სატესტოდ მოწოდება.

მოწოდება:

მოწოდება - 1 ეტაპად, 2026 წლის იანვარში

ანაზღაურება:

თითოეული ეტაპის მოწოდებიდან 5 დღის ვადაში.

სატენდერო პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):

დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;

დანართი N2- ფასების ცხრილი

ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;

ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;

დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;

ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;

განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;

სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;

გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;

ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.

მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.

დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა:  2025 წლის 3 დეკემბერი, 15:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:

შალვა კენჭოშვილი - +995 599 278797

ტენდერის კატეგორია:

  • 44300000 კაბელები, მავთულები და მათთან დაკავშირებული მასალები
შეკითხვები