ჩაბარების ვადა:

16 დეკემბერი 2025, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

T28833 - ტენდერი სამედიცინო ინვენტარის შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 16 დეკემბერი 2025 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCR) არის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს რამდენიმე ქვეყანაში განვითარების სფეროში პროექტების განსახორციელებლად. საქართველოში CCR მუშაობს2008 წლიდან და 2015 წელს დააფუძნა თავისი ფილიალი თბილისში (CCRG), რომლის მეშვეობითაც ახორციელებს სხვადასხვა დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებს სოციალური დაცვის, ჯანმრთელობისდაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის განვითარების სფეროებში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდებს:

https://www.facebook.com/CCRGeorgia2015/

https://georgia.charita.cz/

უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირისფილიალი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG), ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითახორციელებს პროექტს კიბოსპ რევენციისა და ზრუნვის გაუმჯობესება საქართველოში”, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია წინამდებარე შესყიდვის განხორციელება. 

CCRG იწვევს დაინტერესებულ მხარეებს აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. ინვენტარის დეტალური სპეციფიკაცია მოცემულია წინამდებარე განცხადების შესაბამის დანართში.

განმცხადებლის მიერ შესავსები ფორმები:

  • დანართი 1. განაცხადის ფორმა;
  • დანართი 2. შემოთავაზება;
  • დანართი 3. ინტერესთა კონფლიქტის დეკლარაციის ფორმა

დამატებითი/გასაცნობი დოკუმენტაცია:

  • დანართი 4: ინვენტარის ტექნიკური სპეციფიკაცია;
  • დანართი 5: ხელშეკრულების ნიმუში.

ინვენტარის მოწოდების ადგილი: თბილისი.

ინვენტარის მოწოდების ვადა: 2025 წლის 20 დეკემბერი

გარემოსდაცვითი პოლიტიკა: CCR იცავს გარემოსდაცვით პრინციპებს - „ნარჩენების შემცირება, ხელახალი გამოყენება, გადამუშავებადა ასევე, მოუწოდებს მის ქვე-კონტრაქტორებს, დაიცვან ესპოლიტიკა, რათა შეამცირონ მათი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების ხარისხი და მასშტაბები.

განაცხადის გაკეთების პროცედურები: 

სატენდერო წინადადება - სავალდებულო/წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • განაცხადის ფორმა - შევსებული და ხელმოწერილი ბეჭდით (PDF ფორმატში);
  • შემოთავაზება - შევსებული და ხელმოწერილი ბეჭდით (PDF ფორმატში);
  • დანართი N3 - ინტერესთა კონფლიქტის დეკლარაციის ფორმა, შევსებული და ხელმოწერილი ბეჭდით (PDF ფორმატში);
  • მონაწერი საჯარო ან გადამხდელთა რეესტრიდან;
  • ნვენტარის ტექნიკური მახასიათებლები (მაგ. საგარანტიო დოკუმენტაცია, ხარისხის სერტიფიკატები ..).

შენიშვნა: განაცხადები მიიღება, როგორც მთლიან ინვენტარზე, ასევე ცალკეულ პოზიციებზე.

განაცხადის გაკეთების ვადა და შერჩევის პროცედურა:

წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2025 წლის 16 დეკემბერი, 15:00 საათი (საქართველოს დროით).

ინადადება უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად, ელ. ფოსტის მისამართზე: ccrg-tender@caritas.cz

წინადადების შეფასების კრიტერიუმები:

  • ღირებულება - 35%
  • საგარანტიო პერიოდი - 35%
  • ინვენტარის მოწოდების ვადები - 30% 

შენიშვნა:

  • შესყიდვის ობიექტი გრანტის სახით უნდა გადაეცესბენეფიციარს“, რისთვისაცგრანტებისშესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად, მყიდველმა (ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი) საქართველოს მთავრობისგან უნდა მიიღოს ნებართვა. ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისვალდებულება წარმოიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი საქართველოსმთავრობისგან მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებართვას 
  • CCRG არ უპასუხებს სატელეფონო ზარებს ტენდერის შესახებ.
  • განაცხადები განიხილება შემოსვლისთანავე. შერჩეულ განმცხადებელებთან დაკავშირება მოხდება ტენდერისდასრულებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
  • CCRG იტოვებს უფლებას არ უპასუხოს განმცხადებლებს, რომლებიც არ იქნებიან შერჩეულნი.
  • CRG იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს გააუქმოს სატენდერო პროცესი ნებისმიერივალდებულების ან პასუხისმგებლობის გარეშე. 

ტენდერის კატეგორია:

  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები
შეკითხვები