1 დეკემბერი 2025, 17:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T28839 - აუქციონი დაბრენდილი ჭადრაკების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: რევერსული
- ფასის კლების ბიჯი: 3'500.00 ₾
- მონაწილეობის დაწყება: 27 ნოემბერი 2025 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 1 დეკემბერი 2025 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერი დაბრენდილი ჭადრაკების შესყიდვაზე
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.
შედეგები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
- ფინანსური წინადადება - 60%
- მოწოდების ვადა - 20%
- შემოთავაზებული პროდუქციის მწარმოებელთან მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი - 10%
- კომპანიის ფინანსური ბრუნვა - 10%
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი პროდუქციის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
აუცილებელია თანდართულ დოკუმენტაციაში, ფასების ცხრილის სრულად და ჯეროვნად შევსება;
გთხოვთ, ფასი მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
ანგარიშწორების პირობა:
სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება მოთხოვნილი პროდუქციის სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში.
პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს. (იხ. ფოტო აღწერილობით დანართ 1-ში)
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
· საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
· ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
დამატებითი ინფორმაცია
· კონტრაჰენტმა მოთხოვნილი ბრენდირებული (გრავირება) ჭადრაკების სრული რაოდენობის ნახევარი (3000 ცალი) ბანკს უნდა მიაწოდოს 20 დეკემბრამდე, ხოლო დარჩენილი 3000 ცალი, ბრენდირების გარეშე მიაწოდოს 27 თებერვლამდე. მეორე ნაწილის ბრენდირება კი განახორციელოს მოთხოვნის შესაბამისად.
შედეგები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
- ფინანსური წინადადება - 60%
- მოწოდების ვადა - 20%
- შემოთავაზებული პროდუქციის მწარმოებელთან მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი - 10%
- კომპანიის ფინანსური ბრუნვა - 10%
- ბანკის საწყობში ტრანსპორტირებას უზრუნველჰყოფს კონტრაჰენტი. მის. ჭირნახულის 9
- მოთხოვნის შემთხვევაში, ტენდერში მონაწილემ ბანკს ნიმუში უნდა მიაწოდოს მაქსიმუმ 5 დეკემბრამდე.
- ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ;
ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 1 დეკემბერი, 17:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ფასის კლების ბიჯი: 3500 ლარი
- ვაჭრობის ტიპი: რევერსული აუქციონი
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ვაჭრობა დაიწყება 1 დეკემბერს, 17:00 საათზე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
თეონა ფიცხელაური
tpitskhelauri@bog.ge
577 524235
ტენდერის კატეგორია:
- 37500000 თამაშები და სათამაშოები; ატრაქციონები
- 18500000 სამკაულები, საათები და მონათესავე ნივთები