12 დეკემბერი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT28856 - ტენდერი გამწვანების გეგმის შექმნაზე
- გამომცხადებელი: ქართული ცემენტი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 12 დეკემბერი 2025 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ქართული ცემენტს“-ს, რუსთავის ცემენტის ქარხნისათვის ესაჭიროება გამწვანების გეგმის შექმნა. თანდართულ KML ფაილში მონიშნულია ქარსნის ტერიტორიაზე არსებული გამწვანებული და გასამწვანებელი ნაკვეთები. შემსრულებელმა ადგილზე უნდა შეიწავლოს აღნიშნული ნაკვეთები და შემოგვთავაზოს გარემო პირობების შესაბამისი მცენარეული საფარის მოწყობის გეგმა.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარმოადგინონ როგორც სრული წინადადება ასევე ცალკეული ნაწილის შესრულების შეთავაზება:
გეგმის მიზანია:
- გამწვანებული ტერიტორიების ვიზუალური და ფუნქციური გაჯანსაღება;
- ქარხნის ტერიტორიის მიკროკლიმატის გაუმჯობესება (სადაც შესაძლებელია დაჩრდილული ტერიტორიის გაზრდა, ქარდამცავი ფუნქციის შესრულება და ა.შ);
- ნიადაგის მიერ წყლის შეწოვის და ნესტის შენარჩუნების უნარის გაუმჯობესება;
- ხანგრძლივ პერსპექტივაში გამწვანებული ტერიტორიების მოვლაზე დახარჯული სასუქების, პესტიციდების და წყლის მოხმარების შემცირება (ადაპტირებული მცენარეების დარგვის ხარჯზე);
- შიდა ინტერიერის გამწვანება
ლოტი - 1 დაგეგმვა
არსებული გამწვანებული ტერიტორიისთვის გეგმა უნდა მოიცავდეს (თითოეული ნაკვეთისთვის):
- იმ ხეების სიას/მონიშვნას რომლის მოჭრაც აუცილებელია (ე.წ. ხარისხობრივი შეფასება);
- იმ ხეების სიას/მონიშვნას რომელთა გადაბელვა/გასხვლაც აუცილებელია (თითეული სახეობისთვის ინსტრუქციის მითითებით: გადაბელვის სიმაღლე, პერიოდი და ა.შ);
- წამლობის და სასუქების მიცემის ინსტრუქციას (სასუქების რაოდენობის, შეტანის მეთოდების და პერიოდულობის მითითებით);
- ნიადაგის გაუმჯობესების შესაძლებლობებს;
ლოტი - 2 დაგეგმვა
გასამწვანებელი ტერიტორიისთვის გეგმა უნდა მოიცავდეს (თითოეული ნაკვეთისთვის):
- დასარგავი მცენარეების სიას, რაოდენობას და რუკას;
- ნიადაგის საფარის (ცოცხალი ან არაცოცხალი) აღწერას და რუკას;
- გეგმაში შეთავაზებული თითოეული მცენარისთვის უნდა იყოს მოცემული მოვლის დეტალური ინსტრუქცია (მორწყვის მეთოდები, ჯერადობა, წყლის რაოდენობა, წამლობის და სასუქების გრაფიკი, გასხვლის მეთოდები, პერიოდულობა და ა.შ.);
- გეგმაში შეტანილი მცენარეები უნდა იყოს გამოცდილი/ადაპტირებული რუსთავის (ან ანალოგიური კლიმატური პირობებისთვის);
სარწყავი სისტემა :
გეგმაში დატანილი უნდა იყოს სარწყავი სისტემების წერტილები (არ არის აუცილებელი ავტომატური სისტემა), წყლის საჭირო მოცულობები , მცენარეებისა და გამწვანებული ლოკაციების მიხედვით.
ლოტი - 3 დაგეგმვა - განხორციელება
ბიომრავალფეროვნების კუთხე (ერთი ნაკვეთი, 1600 მ2)
1600 კვ/მ -ზე დაგგემილი გვაქვს დამმტვერავი მწერების (ფუტკრების, პეპლების) ხელშესაწყობად გამწვანებული ტერიტორიის მოწობა, რომელზეც შეძლებისდაგვარად ყველა სეზონზე იქნება მოყვავილე მცენარეები.
ლოტი - 4 დაგეგმვა - განხორციელება
ბასეინების აღდგენის გეგმა
საწარმოში არსებული 1 ძველი წყლის ფანტანის/ბასეინი ინტერიერის აღდგენა/გამწვანება, შესაბამისი მცენარეების შეთავაზება.
ლოტი - 5 დაგეგმვა
ადმინისტრაციული შენობის შესასვლელი და შიდა ინტერიერის გამწვანება
ადმინისტრაციული შენობის წინა ეზოს და შიდა სივრცისთვის ოპტიმალური მცენარეების შერჩევა.
გეგმის შემუშავებისას უნდა გათვალისწინებული იყოს მისი ზემოქმედება ადამიანზე, გარემოზე და კომპანიის უსაფრთხოებაზე, კერძოდ:
- დაუშვებელია მცენარეები რომლებიც ზრდიან ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებს (განსაკუთრებული ტოქსიკურობა; ძლიერი მტვერი); დამატებით თუ რამე საჭიროა, მივიღებთ რეკომენდაციებს
- დაუშვებელია ინვაზიური/აგრესიულად მზარდი ან ისეთი მცენარეები, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადგილობრივ ბიომრავალფეროვნებას და ინფრასტრუქტურას.
საწარმოს უსაფრთოხების მოთხოვნებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს ღობეს და მწვანე საფარს შორის 5 მეტრის ღია ადგილის დატოვება და ღობის გასწვრის მისავლელი/გზების დატოვება.
გეგმის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ქარხანაში დაგეგმილი სადრენაჟე და საგზაო სისტემა (მივაწვდით შერჩეულ კომპანიას).
შემსრულებელის მხრიდან გამწვანების გეგმა უნდა იქნას წარმოდგენილი:
- Kml (google earth) ფორმატში წარმოდგენილი გამწვანების რუკა;
- გამწვანების გეგმა;
ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობისათვის წარმოადგინეთ შეთავაზება (თითოეული ლოტისთვის), რომელიც უნდა მოიცავდეს: სამუშაოს ვადას, ღირებულებას და ძირითად კონცეპციას;
წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 12 დეკემბერი 2025
ინტერესთა კონფლიქტის გამოსარიცხად მონაწილე კოპმანია არ უნდა იყოს სანერგესთან დაკავშირებული.
ტერიტორიის სანახავად/ ტექნიკური დავალების დეტალების დასაზუსტებლად დაუკავშირდით:
ბექა ბერიანიძე
მობ: 557 70 01 25
ელ. ფოსტა: beka.berianidze@cement.ge
წინადადების წარმოდგენასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით:
ნინო ბერიძე
მობ: 558 106 501
ელ. ფოსტა: nino.beridze@cement.ge
ტენდერის კატეგორია:
- 71400000 მომსახურება ურბანული დაგეგმარებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის სფეროში