ჩაბარების ვადა:
5 დეკემბერი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT28864 - ტენდერი თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაზე
- გამომცხადებელი: ე-ბილდვეი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 5 დეკემბერი 2025 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
კომპანია ე-ბილდვეი გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის შეისყიდოს ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან ჯანმრთელობის დაზღვევის ერთწლიანი მომსახურება.
დაინტერესებულ სადაზღვევო კომპანიებს ვთხოვთ წარმოადგინოთ შემოთავაზება ქართულ ენაზე შემდეგი ინფორმაციით:
ა) სადაზღვევო კომპანიის დასახელება;
ბ) გამოცდილება;
გ) პროვაიდერების რაოდენობა და დასახელება;
დ) ფასი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომპანიას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
- მომსახურების შესასრულებლად კომპანიას უნდა ჰყავდეს კომპეტენტური და გამოცდილი გუნდი
- კომპანიის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება
- ტენდერის განმავლობაში კომპანიას აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
- ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში შემოთავაზებული ტარიფი იქნება ფიქსირებული.
ჩვენი ძირითადი მოთხოვნებია:
- სადაზღვევო კომპანიების პროვაიდერ კლინიკების ცხრილი თბილისში და რეგიონებში.
- გამონაკლისების დეტალური განმარტება
- დაზღვეულებს უნდა ჰქონდეთ უფლება მიმართონ ნებისმიერ ლიცენზირებულ ექიმს, სამედიცინო დაწესებულებას, აფთიაქს; არაპროვაიდერ კლინიკებში სერვისის მისაღებად სქემის აღწერა (პაციენტის მიერ წარსადგენი საჭირო დოკუმენტების ცხრილის ჩათვლით).
- შესაძლებელია პროდუქტის რამოდენიმე ვარიანტის განხილვა, ფასის და პროდუქტის შესაბამისობით, როგორც საბაზისო ასევე დამატებითი ოჯახის წევრებისთვის განკუთვნილ პროდუქტებზე.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:
- ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისების დეტალური ჩამონათვალი და ფასები;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- გასაფორმებელი ხელშეკრულების დრაფტი (შემდეგი ინფორმაციის მითითებით: სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების პირობები, საჭირო დოკუმენტები და პროცედურა; გამონაკლისების დეტალური სია);
- პროვაიდერების სია;
- დამატებითი/განსხვავებული შემოთავაზები, მათი არსებობის შემთხვევაში.
სატენდერო დოკუმენტები დასკანერებული სახით უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ საფოსტო მისამართზე:
შემოთავაზების მიღება მთავრდება 05.12.25
ტენდერის კატეგორია:
- 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები