ჩაბარების ვადა:

4 დეკემბერი 2025, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T28873 - ტენდერი ავტომობილის შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: USD, EUR
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 27 ნოემბერი 2025 დრო 19:16
  • წინადადების მიღება მთავრდება: 4 დეკემბერი 2025 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯიას/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტი:

პროდუქტი რაოდენობა
ავტომობილი - მიკროავტობუსი 2

ძირითადი მოთხოვნები:

ძარის ტიპი

ფურგუნი, უკან დახურული, შუშების გარეშე. (გადაღობვა სამგზავრო და სატვირთო არეს შორის)

ძრავი

2.2 მ3 ან მეტი, (დიზელი)

საწვავის ტიპი

სასურველია დიზელი

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური

ტვირთამწეობა

1,5 ტონიდან ზევით

კარის განლაგება

გვერდით და უკან

ფერი

თეთრი (სასურველია)

გაბარიტები

სიგრძე არაუმეტეს 5.5მ დან ზევით არაუმეტეს 6.5 მ.

საჭის მდებარეობა

მარცხენა


დამატებითი მოთხოვნები:

კონდიციონერი

სავალდებულოა

ცენტრალური საკეტი

სავალდებულოა

სალონის ფეხსაგები ხალიჩა (რეზინა)

1 კომპლექტი

წინა და უკანა პარკინგ სენსორები

სავალდებულოა

უკანა ხედვის კამერა მონიტორით

სავალდებულოა

გარანტია: 5 წელი ულიმიტო

ან 150000 კმ.


მოწოდება - 2026 წლის მარტი

*ფასთა ცხრილი იხილეთ თანდართულ დოკუმენტაციაში.

შენიშვნები:

მომსახურების მიღება საგარანტიო ნაწილებზე შესაძლებელი უნდა იყოს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

სატენდერო პირობები

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):

  •  დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
  • დანართი N2- ფასების ცხრილი
    - ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ევროში დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
    - ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
  • დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი.

შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა 04/12/2025 15:00 საათი

ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;

განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;

სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;

გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;

ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.

მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.

დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;

სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა:  2025 წლის 4 დეკემბერი, 15:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი, ევრო
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:

ლელა ტყეშელაშვილი
ტელ:
 +995 599 27 87 97
ltkeshelashvili@ddg.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები
შეკითხვები