18 დეკემბერი 2025, 16:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T29015 - კონსოლიდირებული ტენდერი ზაფხულის სეზონის სპეც ფორმების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 10 დეკემბერი 2025 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 18 დეკემბერი 2025 დრო 16:00
- უფასო მონაწილეობა: კი
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002), შპს „გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა“ (GST, ს/კ 203828313) და შპს „საგურამო ენერჯი“ (SENG, ს/კ 206337007) (შემდგომში „შემსყიდველი“) აცხადებს კონსოლიდირებულ ელექტრონულ ტენდერს ზაფხულის სეზონის სპეც ფორმების შესყიდვასთან დაკავშირებით.
განსაკუთრებული მოთხოვნები:
წინამდებარე ტენდერი გამოცხადებული არის 1 ლოტად:
ზაფხულის სპეც ფორმების შესყიდვა - დანართი N1-ის, და დანართი N2-სა და დანართი N3-ის მიხედვით, რომლის მომარაგება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2026 წლის 15 აპრილისა.
შენიშნვა: სატენდერო დოკუმენტააციის დანართ N1-ში მოცემული რაოდენობები არის საორიენტაციო და დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერის დასრულების შემდეგ რაოდენობებში მოახდინოს პოზიციების მიხედვით დაახლოებით +/- 30 %-იანი ცვლილება.
ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) საიდენტიფიკაციო ნომერი 203826002,, შპს „გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა“ (GST) საიდენტიფიკაციო ნომერი 203828131 და შპს „საგურამო ენერჯი“ (SENG) საიდენტიფიკაციო ნომერი 206337007ხაზგასმით აღნიშნავს საორიენტაციო ჯამური მოცულობა არის სავარაუდო და მისი მითითება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება განიმარტოს როგორც შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ვალდებულება შეისყიდოს საქონელი/მომსახურება საორიენტაციო ჯამური მოცულობით. საორიენტაციო ჯამური მოცულობა არ წარმოადგენს ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში შესასყიდი საქონლის/მომსახურების ზუსტ მოცულობას, ფაქტობრივად შესყიდული საქონლის/მომსახურების მოცულობა შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს (იყოს მეტი ან ნაკლები) საორიენტაციო ჯამური მოცულობისგან, ასეთ შემთხვევაში: (ა) ტენდერში მონაწილე გარანტიას იძლევა, რომ იგი ამ საფუძვლით არ მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას და აცხადებს უარს ამ საფუძვლით რაიმე სახის ზიანის/ზარალის ანაზღაურების მოთხოვნაზე, (ბ) ეს გარემოება არ შეიძლება გახდეს ტენდერში მონაწილე პირის მიერ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) საიდენტიფიკაციო ნომერი 203826002,, შპს „გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა“ (GST) საიდენტიფიკაციო ნომერი 203828131 და შპს „საგურამო ენერჯი“ (SENG) საიდენტიფიკაციო ნომერი 206337007ხელშეკრულების შეწყვეტის ან სახელშეკრულებო პირობების ცვლილების მოთხოვნის საფუძველი. ტენდერში მონაწილეობით ტენდერში მონაწილე ეთანხმება ამ პირობებს და მათ მიმართ პრეტენზიები არ გააჩნია.
1.2 საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა/
- სპეც ფორმების კონსოლიდირებული რაოდენობა, საორიენტაციო ფოტომასალითა და ზომებით წარმოდგენილია დანართი N1-ის სახით.
- ქსოვილის შემადგენლობა და მოთხოვნები მოცემულია დანართი N2-ის სახით
- ზაფხულის სპეც ტანსაცმლის დეტალური აღწერილობა და მოთხოვნები დანართი N3-ის სახით.
- დასატანი ლოგოები თან ერთვის სატენდერო დოკუმენტაციას.
შენიშვნა: ფოტომასალა (საორიენტაციოდ) და აღწერილობა არის მაქსიმალურად მოცემული, თუმცა შემსყიდველი იტოვებს უფლებას ტენდერის შედეგების განხილვის მომენტში, საჭიროებისამებრ შეიტანოს მცირეოდენი ცვლილება დიზიანის კუთხით.
ზომები მოცემულია თანამშრომლების რეალური ზომების შესაბამისად და საბოლოო ზომები დადგინდება შერჩეული კომპანიის მიერ წარმოდგენილი ნიმუშის ზომასთან მიმართებაში.
1.3 განფასება
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით როგორც PDF ფორმატში, ასევე ექსელის ფორმატში ცვლილების გარეშე.
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
- საქონლის მოწოდება უნდა მოხდეს წინასწარი შეთანხმებით კომპანიების მიხედვით ზაფხულის სპეც ფორმები - არაუგვიანეს 2026 წლის 15 აპრილისა.
- შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - ქ. თბილისი, წყალსადენის ქ 7;
- შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - ქ. რუსთავი, წმ ნინოს ქ 5;
- შპს „გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა“ - ქ. გარდაბანი, ყოფილი თბილსრესის ტერიტორია;
- შპს „ საგურამო ენერჯი“ - ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ 10.
შენიშვნა: ცალკეულ შემთხვევებში შემსყიდველი იტოვებს უფლებას საქონლის მიწოდება მოითხოვოს განსაზღვრული მისამართებიდან განსხვავებულ ლოკაციაზე
1.5 ანგარიშსწორების პირობები
ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების მიღებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
შენიშვნა: ავანსის მოთხოვნა განიხილება ინდივიდუალურად და შესაძლებელია მხოლოდ საბანკო გარანტიის საფუძველზე არაუმეტეს მთლიანი საკონტრაქტო ღირებულების 30 %-სა.
1.6 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:
- ფასების ცხრილი (დანართი N1) მოთხოვნების გათვალისწინებით. ფასი მოცემული უნდა იყოს ყველა გადასადახის ჩათვლით ეროვნულ ვალუტაში;
- მწარმოებლის მიერ გაცემული ქსოვილის ხარისხის და ტექნიკური მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც მოცემული იქნება შემოთავაზებული საქონლის ქსოვლის შემადგენლობა. ამასთან პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი თანხვედრაში უნდა იყოს დანართი #2-ით მოცემულ სპეციფიკაციებთან;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების პერიოდამდე არაუმეტეს 3 თვისა კომპანიის დეტალური რეკვიზიტები:
- უცხოური კომპანიების მონაწილეობის შემთხვევაში, აუცილებლად თან უნდა იქნას დართული შესყიდვის პროცესში ჩართული ხელმომწერი პირის შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი:
ა) კომპანიის შესახებ უახლოესი ამონაწერი ეროვნული ბიზნეს რეესტრიდან ან თქვენი საცხოვრებელი ქვეყნის ეკვივალენტური ორგანოდან;
ბ) ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, რომელიც ანიჭებს უფლებამოსილებას ხელმომწერ პირს;
გ) საბჭოს ან აქციონერთა დადგენილება, რომელიც ადასტურებს ხელმომწერი პირის დანიშვნას და უფლებამოსილებას;
დ) საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს - შესაბამის უფლებამოსილებას.დოკუმენტი უნდა იყოს სათანადოდ ხელმოწერილი, საჭიროების შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული და წარმოდგენილი ინგლისურ ენაზე.
- დასტური ნასყიდობის ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით, თანდართულ ფაილებზეხელმოწერის დასტურით; (GWP ხელშეკრულების დრაფტი)
- ხელმოწერით დამოწმებული სატენდერო დოკუმენტი;
- ტენდერის დასრულებიდან, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, კომპანიებს, რომელთა ტექნიკური მონაცემები დააკმაყოფილებს სატენდერო მოთხოვებს, გაეგზავნებათ შეტყობინება სატენდერო პოზიციების თითო-თითო ნიმუშის (უსასყიდლოდ) წარმოსადგენად, რომელიც უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს შეტყობისნების მიღებიდან 7 (შვიდი) კალენდარულ დღეში მისამართზე: ქ თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ N10. ნიმუშის წარმოუდგენლობის შემთხვევაში პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულ იქნება შესყიდვის პროცესიდან.
შენიშვნა: შემსყიდველი იტოვებს უფლებას კონკურსანტის მიერ წარმოდგენილ ნიმუშს ჩაუტარდეს ექსპერტიზა პრეტენდენტის ხარჯებით. ასევე, გამარჯვების შემთხვევაში, შემსყიდველს აქვს უფლება, მიღებული საქონლის ბრმა შერჩევის გზით, ჩაუტარდეს ქსოვილის შესაბამისობის დადგენის ექპერტიზა, რომელიც დარეგულირდება ნასყიდობის ხელშეკრულებით. იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზის შედეგები არ იქნება თანხვედრაში კონკურსანტის მიერ წარმოდგენილ ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტთან და შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ დანართი #2-ში მოცემულ სპეციფიკაციებთან, კონკურსანტი დისკვალიფიცირებულ იქნება შესყიდვის პროცესიდან, ხოლო საქონლის მოწოდების შეუსაბამობის შემთხვევაში საჯარიმო სანქციოები დარეგულირდება ნასყიდობის ხელშეკრულების ფარლებში.
შენიშვნა:
1) ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
2) პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
1.7 ხელშეკრულების გაფორმება
წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება თითოეული შემსყიდველი ორგანიზაციისთვის დამოუკიდებელი ხელშეკრულება სატენდერო პირობების გათვალისწინებით.
1.8 სხვა მოთხოვნა
- წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
- გაკოტრების პროცესში;
- ლიკვიდაციის პროცესში;
- საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში. - ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
- შემსყიდველი,უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი, არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.
შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის მხრიდან.
პასუხისმგებელი პირი: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP), საიდენტიფიკაციო ნომერი 203826002, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნებისთვის - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, სათავო ოფისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. N10, თბილისი 0179, საქართველო; საკონტაქტო ელ-ფოსტა: pdpo@gwp.ge. მონაცემთა დამუშავების მიზანი: მესამე მხარის შესახებ ღია-წყაროებზე დაყრდნობით ანალიზის ჩატარება, რათა შეფასდეს მესამე მხარესთან პოტენციური ურთიერთობისას შესაბამისობის რისკები. ლეგიტიმაცია: პროფესიული ან/და კომერციული ურთიერთობა. მიმღებები: თქვენი მონაცემები არ გადაეცემა რომელიმე მესამე მხარეს, გარდა კანონიერი ვალდებულების ან უფლების შემთხვევისა. შენახვა: თქვენი მონაცემები ინახება კომპანიის შეფასებისთვის საჭირო დროის და სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ თქვენი პერსონალური მონაცემები დაიბლოკება კანონმდებლობით დაშვებული ვადით. როგორც კი ხსენებული ვადები ამოიწურება, არსებული ინფორმაცია განადგურდება. უფლებები: თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მონაცემებზე წვდომის, მონაცემთა გასწორების, განახლების, წაშლის, დამუშავების შეზღუდვის ან აკრძალვის უფლებით, ასევე გააუქმოთ გაცემული თანხმობა წერილობითი მიმართვის მაიდენტიფიცირებელი გრიფით „მონაცემთა დაცვა“ გაგზავნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10, თბილისი 0179, საქართველო, ან ელექტრონული ფოსტის გაგზავნით შემდეგ მისამართზე: pdpo@gwp.ge, რომელშიც უნდა მიუთითოთ ის უფლება, რომელსაც ახორციელებთ და რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს თქვენ მიერ (ფიზიკურად ან ელექტრონულად). თუ ვერ ხერხდება თქვენი ვინაობის დადგენა, შეიძლება ჩვენი მხრიდან დამატებით მოთხოვნილ იქნას ინფორმაცია, მათ შორის, და არა მხოლოდ თქვენი პირადობის მოწმობის ასლი. პრეტეზნიის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ მიმართონ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (www.personaldata.ge).
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 18 დეკემბერი, 16:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ტენდერში მონაწილეობა უფასოა
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: მარიამ ჭრიკიშვილი
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: mtchrikishvili@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1304); 599 005 995
საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ქეთევან კანდელაკი
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: kekandelaki@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1456); 599 192 500
ტენდერის კატეგორია:
- 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
- 18300000 ტანსაცმელი
- 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები