ჩაბარების ვადა:
25 დეკემბერი 2025, 17:00
სტატუსი:
მიმდინარეT29029 - ტენდერი ქვიშა-ღორღის მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე მარნეულის რაიონში, სოფ ლეჟბადინის მიმდებარედ
- გამომცხადებელი: ქართული ცემენტი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 25 დეკემბერი 2025 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს ქართული ცემენტი აცხადებს ტენდერს ქვიშა-ღორღის მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე მარნეულის რაიონში, სოფ ლეჟბადინის მიმდებარედ .
მოსაპოვებელი და გადმოსაზიდი ქვიშა-ღორღის საორიენტაციო წლიური რაოდენობა 650000-700000 ტონა
ტენდერის ჩატარების პირობები:
- დაინტერესებული კომპანიები ტენდერში მონაწილეობის მისაღებად უნდა დარეგისტრირდნენ ქართული ცემენტის ელექტრონულ პლატფორმაზე როგორც მომწოდებლები და გაიარონ წინასწარ კვალიფიკაცია/შეფასება.
- პირველ ეტაპზე, კომპანიებმა უნდა გამოაგზავნონ კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი, საკონტაქტო ინფორმაცია, ქვემოთ მოთხოვნილი ინფორმაცია და მოთხოვნების შესაბამისობასთან მზადყოფნის დასტური შემდეგ ელექტრონულ მისამართზე George.lobjanidze@cement.ge
- ტენდერი ჩატარდება ,,ქართული ცემენტის“ ელექტრონული ტენდერების პლატფორმის საშუალებით. ტენდერში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც გაივლიან შეფასებას და წინასწარი კვალიფიკაციის ეტაპს.
კომპანიის მინიმალური მოთხოვნები:
- კომპანიას უნდა ჰქონდეს შესაბამისი სამუშაოების 2 წლიანი გამოცდილება (კარიერის დამუშავების და ნედლეულის ტრანსპორტირების მიმართულებით).
- უნდა გააჩნდეს საკუთრებაში ნაყარი ტვირთის გადასაზიდი საკარიერო სატვირთო მანქანები და სხვა სპეც ტექნიკა;
- 1 მლნ ლარი ბრუნვის დამადასტურებელი საბუთი კალენდარული წლის განმავლობაში, გაცემული მომსახურე ბანკიდან.;
- კომერციულ წინადადებასთან ერთად კომპანიას შესაძლოა მოეთხოვოს წარმოადგინოს საქართველოშილიცენზირებული ბანკებიდან ერთ-ერთის მიერ დადასტურებული „performance guaranty“ (საბანკო გარანტია) 500 000 ლარის ოდენობით. გარანტია ძალაში უნდა იყოს გაცემიდან 1 წლის განმავლობაში;
- სარეკომენდაციო წერილები;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან და საკონტაქტო ინფორმაცია;
- კომპანიას უნდა ჰყავდეს შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მენეჯერი.
ტექნიკაზე მინიმალური მოთხოვნები:
- სატვირთო მანქანები მოთხოვნისამებრ აღჭურვილი უნდა იყვნენ გადასაფარაბელი ტენტებით;
- კარიერებზე სატრანსპორტო სამუშაოები უნდა შესრულდეს თვითმცლელი (ე.წ. ზედდადგმული) ტიპის ავტომობილებით;
- დატვირთვა დასაშვებია კანონმდებლობით გათვალისწინებული დატვირთვით.
- დამტვირთველის და სხვა სატრანსპორტო საშუალებების ოპერატორებს უნდა ჰქონდეთ შესაბამის ტექნიკაზე მუშაობის კანონმდებლობით მინიჭებული უფლება.
კარიერის განვითარება:
- პრეტენდენტს უნდა შეეძლოს კარიერის გეგმის მიხედვით განვითარება (დამუშავება).
- პრეტენდენტი ვალდებილია კარიერიდან ქარხნამდე არსებული ერთი ძირითადი და ერთი ალტერნატიული 15 კმ სიგრძის გრუნტის გზის მოვლა / რეაბილიტაცია წელიწადში მინიმუმ 2 ჯერ
- პრეტენდენტი ვალდებულია მოინახულოს კარიერი და მასთან მიმავალი 15 კმ გზა და ტენდერში მონაწილეობამდე გაეცნოს განვითარების გეგმას. შეხვედრის წინასწარ დასანიშნად დაუკავშირდით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე George.lobjanidze@cement.ge ან ტელეფონის ნომერზე 595 950 971
- პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს კარიერის დამუშავების და ნედლეულის ტრანსპორტირების თავისი ხედვა თუ რა ტექნიკით შეასრულებს აღნიშნულ სამუშაოებს.
- შერჩეულ კომპანიებთან მოხდება ვიზიტები. საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება და გასაუბრება.
კომპანიებმა ტენდერში მონაწილეობის მიღებაზე მზაობა უნდა გამოთქვან (ელექტრონული ფოსტით გამოგზავნონ შეტყობინება და მოთხოვნილი ინფორმაცია) არა უგვიანეს ამა წლის 22 დეკემბრისა.
კომერციული წინადადებების პორტალზე ატვირთვის საბოლოო ვადაა 25.12.2025 17:00 სთ.
გამარჯვებულ კომპანიასთან/კომპანიებთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება.
ტენდერის კატეგორია:
- 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები
- 14200000 ქვიშა და თიხა