23 იანვარი 2026, 16:00
სტატუსი:
მიმდინარეT29046 - ტენდერი თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: პაშა ბანკი საქართველო
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 23 იანვარი 2026 დრო 16:00
ტენდერის აღწერილობა:
სს „პაშა ბანკი საქართველო“ აცხადებს ღია ორეტაპიან ტენდერს თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევის შესყიდვაზე:
დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილებში
ჩვენს შესახებ:
პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.
ტენდერის ჩატარების წესი – ორი ეტაპი
I ეტაპი – ტექნიკური შეფასება
პირველ ეტაპზე მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ტექნიკური წინადადება ბანკის მიერ გაგზავნილი ფაილის (Offer 2026) შესაბამისად შევსებული ფორმით, რომელიც მოიცავს:
- სადაზღვევო პოლისის პირობებს;
- დაფარვების მოცულობას;
- პროცედურების ანაზღაურების პროცენტულ მაჩვენებლებს;
- გამონაკლისებს;
- დამატებით სერვისებს.
პირველ ეტაპზე ფასობრივი წინადადების წარმოდგენა დაუშვებელია.
ტექნიკური შეფასება განხორციელდება მხოლოდ ხარისხობრივი და შესაბამისობის კრიტერიუმების საფუძველზე.
II ეტაპი – ფინანსური წინადადებები
მეორე ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც პირველი ეტაპის ტექნიკურ შეფასებას წარმატებით გაივლიან. აღნიშნულ კომპანიებს ბანკი დამატებით გაუგზავნის ოფიციალურ მოწვევას ფასობრივი წინადადების წარმოდგენისთვის.
გამარჯვებული გამოვლინდება ფინანსური წინადადებების შეფასების შედეგად.
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდეტის გამოცდილება აღნიშნულ სფეროში უნდა აღემატებოდეს 5 წელს.
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა/პრეტენდენტებმა უნდა გამოაგზავნონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი
პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
შერჩეულ პრეტენდენტებს დაეგზავნებათ სატენდერო დოკუმენტაცია. პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემოთავაზება მიღებული ინფორმაციის საფუძველზე:
- სატენდერო წინადადება ქართულ ენაზე
- შევსებული და ხელმოწერილი დანართი #2, #3, #4 (თანდართულია)
- სარეკომენდაციაო წერილები (სასურველია 3, ბოლო 2 წლის გაცემული)
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ
- რეკვიზიტები;
- ხელშეკრულების შაბლონი;
სატენდერო შემოთავაზება და ტენდერთან დაკავშირებული კომუნიკაცია უნდა გამოიგზავნოს ელ-ფოსტაზე: tenders@pashabank.ge ; m.karchaidze@pashabank.ge ;
მეორე ეტაპზე გადასული მომწოდებლების სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა ერთი მომწოდებელი, რომელთანაც გაფორმდება გრძელვადიანი ხელშეკრულება.
შეფასების კრიტერიუმებია:
- სადაზღვევო პაკეტისა და პირობების სრულყოფილება;
- შემოთავაზებული ფასი;
- მომსახურების ხარისხი
- საიმედოობა და რისკების მართვა
სატენდერო წინადადების მიწოდების პირობები: ტენდერის I ეტაპის ფარგლებში ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენის საბოლოო ვადად განისაზღვრება 2026 წლის 23 იანვარი, 16:00 საათი.
დამატებითი ინფორმაცია საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდით:
მარიამ ქარჩაიძე
შესყიდვებისა და ადმინისტრაციის განყოფილება
სს „პაშა ბანკი საქართველო“
მობ.: +995 577 03 81 02
ტელ.: + 995 322 265 000
ელ-ფოსტა: tenders@pashabank.ge; m.karchaidze@pashabank.ge
ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად.
პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ.
შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
თანდართული დანართების ჩამონათვალი:
- Tender application -insurance;
- Offer 2026;
- დანართი 2 - Application Form GEO/English;
- დანართი 3 - Confidentiality GEO/English;
- დანართი 4 – ESG Cheklist
ტენდერის კატეგორია:
- 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები