11 იანვარი 2026, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT29063 - ტენდერი "თბილისის ბულვარის" ზღვისპირა, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს სრული დიზაინის შექმნაზე
- გამომცხადებელი: ჯინო ჰოლდინგი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 11 იანვარი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
ჯინო ჰოლდინგი აცხადებს ტენდერს 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს სრული დიზაინის შექმნაზე.
"თბილისის ბულვარი" პირველი სრულფასოვანი კურორტია თბილისის ზღვაზე, რომელიც აერთიანებს პრემიუმ კლასის საცხოვრებელ, საინვესტიციო, კომერციულ, გასართობ. სპორტულ/გამაჯანსაღებელ და სარეკრიაციო ინფრასტრუქტურას ჯინო აკვა პარკის გარშემო.
"თბილისის ბულვარში" მოეწყობა ქალაქში ერთადერთი ზღვისპირა სასეირნო ბულვარი, კაფე-რესტორნებით, სხვადასხვა კომერციული სივრცეებით და საერთაშორისო სტანდარტების 5 ვარსკვლავიანი სასტუმროთი.
კომპანია აცხადებს ტენდერს ზღვისპირა 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს სრული დიზაინის შექმნაზე.
ლოკაცია:
დეტალები მოცემულია დანართებში.
შეთავაზება უნდა გაიგზავნოს ელ.ფოსტაზე: d.kakhniashvili@ginoholding.ge 2026 წლის 11 იანვრის 18:00 საათამდე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
d.kakhniashvili@ginoholding.ge
ტენდერის კატეგორია:
- 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 79900000 სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
დოკუმენტაცია
გამარჯობა, მითითებული გაქვთ დიზაინი ვიზუალიზაცია, ეს გულისხმობს MEP, ჭერების და ავეჯის ტექნიკურ ნახაზს? ასევე მითითებული არ არის სამუშაოების მოცულობა, რა მოცულობაზეა საუბარი საფასურის განსასაზღვრად?