ჩაბარების ვადა:

22 დეკემბერი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T29078 - ტენდერი შპს „დელტა-ვებეს“ მიერ ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ერთჯერადი ინვენტარიზაციის მომსახურების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: "'დელტა-ვებე"
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 22 დეკემბერი 2025 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

დელტა-ვებე აცხადებს ტენდერს: შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს შპსდელტა-ვებეს“ მიერ ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ერთჯერადი ინვენტარიზაციის მომსახურების შესყიდვა

საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა.

ძირითად საშუალებების ინვენტარიზაცია შემსყიდველის რეესტრის შესაბამისად; (დღეის მდგომარეობით შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე ირიცხება დაახლოებით 254 დასახელებისძირითადი საშუალება);

სასაქონლო-მატერიალური მარაგების ინვენტარიზაცია შემსყიდველის რეესტრის შესაბამისად; (დღეის მდგომარეობით შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე ირიცხება დაახლოებით 1877 დასახელების სასაქონლო-მატერილური მარაგი);


1)
ძირითადი საშუალებები:

  • უნიკალური კოდის მინიჭება რეესტრში; (კოდის შემუშავება უნდა მოხდეს შემსყიდველთან შეთანხმებით წერილობითი ფორმით);
  • ძირითადი საშუალებების დაჯგუფება კატეგორიების და ქვეკატეგორიების მიხედვით, ექსელის ფაილშის წორი დასახელებების შეყვანა წარმოდგენილი დოკუმენტაციის(საგადასახადო /(ებ),სასაქონლოზედნადებები და შესყიდვის სხვა დოკუმენტები) მიხედვით, ძირითადი საშუალებების და სასაქონლო მატერიალური მარაგების ერთმანეთში გადაჯგუფება ბასს-16-ის და ბასს 2-ის მოთხოვნების შესაბამისად(საჭიროების შემთხვევაში);
  • ინვენტარიზაციის პროცესში დამკვეთის პასუხისმგებელი პირის გამოკითხვის შედეგად ექსელის ფაილში შემსრულებლის პასუხისმგებელი პირის მიერ უნდა დაფიქსირდეს აქტივის მდგომარეობა შემდეგი კატეგორიების მიხედვით: 1) მუშა მდგომარეობაში, 2) შესაკეთებელი, 3) დროებითგამოუყენებელი, 4) ჩამოსაწერი და აღნიშნული ხელმოწერით დადასტურდეს ორივე მხარის მიერ;
  • იმ აქტივების დაფოტოსურათება რომელიც არ არის ბაზაში.
  • ექსელის ფაილში (სხვადასხვა გვერდზე) აისახოს ზედმეტობაში და დანაკლისში მოხვედრილიაქტივები;
  • დათვლა და დადარება ფაქტიურ ნაშთებთან უნდა განხორციელდეს ექსელის ფაილის შესაბამისად;
  • თვითოეულ ლოკაციაზე, როგორც დამკვეთი, აგრეთვე შემსრულებელი კომპანიის მიერ გამოყოფილი პასუხისმგებელი პირების ხელმოწერილი ინვენტარიზაციის მასალები, უნდა ჩაბარდეს დამკვეთი კომპანიის ინვენტარის შენახვაზე პასუხისმგებელ პირებს და დადასტურდეს ხელმოწერით ორივე მხარის მიერ.

2) სასაქონლო მატერიალური ფასეულობები:

  • პროგრამულად აღრიცხული ნომენკლატურის შესაბამისად რაოდენობების დადარება ფაქტიურნაშთებთან ლოკაციების/საწყობების მიხედვით;
  • საწყობების მიხედვით ნომონკლატურაზე ზედმეტობის/დანაკლისის ურთიერთგადაფარვა;
  • ფაქტიური დათვლის ფაილში მითითებული უნდა იყოს ნომენკლატურის დღის საწყისი ნაშთი დაუზრუნველყოფილი უნდა იყოს ის რომ დათვლის პერიოდში არ დაფიქსირდეს მოძრაობები ან ცალკეგრაფაში აღინიშნოს დათვლისას შემოსვლები და გასვლები ისე რომ შესაძლებელი იყოს დღის ბოლო ნაშთზე დადარება;
  • თითოეულ ლოკაციაზე როგორც დამკვეთი აგრეთვე შემსრულებელი კომპანიის მიერ გამოყოფილმა პასუხისმგებელმა პირებმა ხელი უნდა მოაწერონ შესაბამის ინვენტარიზაციის მასალებს;
  • ექსელის ფაილში (სხვადასხვა გვერდზე) აისახოს ზედმეტობაში და დანაკლისში მოხვედრილიაქტივები.
  • ძირითადი საშუალებების დაჯგუფება კატეგორიების და ქვეკატეგორიების მიხედვით, ექსელის ფაილში სწორი დასახელებების შეყვანა წარმოდგენილი დოკუმენტაციის(საგადასახადო /(ებ),სასაქონლო ზედნადებები და შესყიდვის სხვა დოკუმენტები) მიხედვით, ძირითადი საშუალებების და სასაქონლო მატერიალური მარაგების ერთმანეთში გადაჯგუფება ბასს-16-ის და ბასს 2-ის მოთხოვნების შესაბამისად. (საჭიროების შემთხვევაში).

შენიშვნა:

ინვენტარიზაცია უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისთვის გადაცემული სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების ბუღალტრული ანარიცხის შესაბამისად.

შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომლები, ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულები იქნებიან,მხოლოდ ინვენტარიზაციასთან დაკავშირებული აღსაწერი მასალების ადგილმდებარეობის, მათი იდენტიფიცირებისა და კონსულტაციის გაწევის მიზნით.

წინადადებების წარგდენა შეგიძლიათ 22 დეკემბრის 18:00 საათამდე, ელ.ფოსტაზე: m.kusikashvili@wbgroup.co

ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა: დანართი 1

საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა:

მომსახურების გაწევის ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ 2 თვის განმავლობაში.

საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი:

ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო-მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციის ჩატარების ადგილია: . თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 191დ.

ტექნიკური მოთხოვნები:

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ

პრეტენდენტს, 2023, 2024 და 2025 წლების განმავლობაში, უნდა გააჩნდეს ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება. აღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტი ვალდებულია თითოეულწელზე წარმოადგინოს შესაბამისი ხელშეკრულება და ამავე ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ) (გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება, უნდა იყოს არანაკლებ 50 000 ლარისა დღგ- გარეშე). სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება შესაბამისი SPA/ CMR/ NAT და .. ნომერი - ამ შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაციის (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი) წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ერთი დადებითი რეკომენდაცია უკანასკნელი 3 წლისგანმავლობაში ანალოგიური მომსახურების გაწევის შესახებ.

კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით

საკონტაქტო პირების შესახებ ინფორმაცია:

მამუკა ქუსიკაშვილი
კომპანიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
ტელ: 577 19 50 40

მაკა ლორთქიფანიძე
კომპანიის ბუღალტერი
ტელ: 599 60 42 62

ტენდერის კატეგორია:

  • 79200000 საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები
შეკითხვები