24 დეკემბერი 2025, 17:00
სტატუსი:
მიმდინარეT29081 - ტენდერი მერჩენდაიზინგის მომსახურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: აიდიეს ბორჯომი თბილისი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 24 დეკემბერი 2025 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს აიდიეს ბორჯომი თბილისი აცხადებს ტენდერს მერჩენდაიზინგის მომსახურების შესყიდვაზე.
1. ზოგადი ინფორმაცია
- შემსყიდველი ორგანიზაცია: შპს აიდიეს ბორჯომი თბილისი.
- საიდენტიფიკაციო კოდი: 404888528
- საკონტაქტო პირი: მიხეილ გეგეჭკორი, შესყიდვების მენეჯერი, ელ. ფოსტა: mgegetchkori@borjomi.com, ტელ.: 557501000
- მომსახურების დასახელება: მერჩენდაიზინგის მომსახურება (პროდუქციის განლაგება/მონიტორინგი სავაჭრო ობიექტებში)
- ხელშეკრულების ვადა: 10 თვე, მარტი, 2026 დან დეკემბერი, 2026-ის ჩათვლით.
- გადახდის პირობა: ეტაპობრივად: ყოველთვიურად, გაფორმებული მომსახურების მ/ჩ აქტის შესაბამისად.
2. მომსახურების აღწერა
მომსახურება მოიცავს ქ. თბილისსა და რეგიონებში (ქ. ბათუმი, დაბა ურეკი, ქ. ზუგდიდი, ქ. ბორჯომი) განთავსებულ სავაჭრო ქსელებსა და ობიექტებში შემსყიდველი ორგანიზაციის პროდუქციის მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვით განლაგებას, მონიტორინგს. დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.
ძირითადი მოთხოვნები:
- პროდუქციის სწორი განლაგების უზრუნველყოფა (POS მასალების განთავსება, ფეისინგი, ფასების ეტიკეტირება).
- პროდუქციის ვადის კონტროლი და როტაცია (FIFO).
- გამოცდილი, მერჩენდაიზერების გუნდი.
- სამუშაო გრაფიკის დაფარვა: კვირაში 6 სამუშაო დღე, ჯამურად კანონმდებლობით გათვალისწინებული კვირაში სამუშაო ნორმირებული საათების გათვალისწინებით (40 საათი).
- საჭიროების შემთხვევაში, მერჩენდაიზინგის პროცესის მონიტორინგისთვის თანამედროვე აპლიკაციის/პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება.
- შემსრულებელმა საკუთარი სახსრებით უნდა უზრუნველყოს ობიექტიდან მოთხოვნის შესაბამისად საჭირო ციფრული მასალის და ინფორმაციის მოგროვება/მოწოდება.
ტექნიკური მოთხოვნები:
დასაქმებულთა რაოდენობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ იხელმძღვანელოთ თანდართული ფაილის მიხედვით:
თვის განმავლობაში განსახორციელებელი ვიზიტი (თითოეული ვიზიტის ხანგრძლივობა - არანაკლებ 30 წუთი):
- მარტი, აპრილი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი - 2075 ვიზიტი;
- მაისი - 2350 ვიზიტი;
- ივნისი, ივლისი, აგვისტო - 4200 ვიზიტი;
- სექტემბერი - 2575 ვიზიტი;
დეტალური ინფორმაცია იხ. თანდართულ ფაილში.
3. სატენდერო წინადადების წარდგენის პირობები
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 24 დეკემბერი, 2025 წ. 17:00
- წინადადების წარდგენის ფორმა: ელ. ფოსტის მეშვეობით.
- წინადადება უნდა მოიცავდეს:
- კომპანიის გამოცდილების აღწერა მერჩენდაიზინგის სფეროში (მსგავსი პროექტების სია).
- მინიმუმ ორი სარეკომენდაციო წერილი პრეტენდენტის სახელზე გაცემული, მომსახურების პერიოდის მითითებით. არ არის სავალდებულო, მაგრამ განიხილება პრიორიტეტულად.
- შეთავაზებული მომსახურების საერთო ღირებულება დღგ-ს ჩათვლით, ერთეულოვანი ფასის ცხრილის მიხედვით (მაგ., 1 მერჩენდაიზერის თვიური/დღიური ღირებულება).
- მომსახურების მიწოდების დეტალური მეთოდოლოგია/გეგმა.
- გამოყენებული რეპორტინგის სისტემების/აპლიკაციების აღწერა.
ტენდერის კატეგორია:
- 79900000 სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 98300000 სხვადასხვა მომსახურება