23 დეკემბერი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT29082 - ტენდერი თურქეთის მიმართულებით სატრანსპორტო მომსახურება
- გამომცხადებელი: ლომისი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 23 დეკემბერი 2025 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი - აცხადებს ტენდერს:
- ნომრით #EF-GE/825
- დანიშნულება : სატრანსპორტო მომსახურება თურქეთის მიმართულებებზე
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- მიმართულებები და დასაყენებელი მანქანების სავარაუდო წლიური რაოდენობა.
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
ტენდერის პირობები:
- ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
- ფასების მუდმივი ცვალებადობის გამო მოცემულ ტენდერში მიღებული ფასები განახლდება კვარტალში ერთხელ 2026 წლის განმავლობაში და შესაბამისად დაუდასტურდება კომპანიას ვისი სერვისიც და ფასებიც დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდება.
- მომავალში 2026 კვარტალური ფასების განახლების მოთხოვნა გაეგზავნება შეზღუდული რაოდენობის კანდიდატებს, მათ ვინც მიმდინარე ტენდერში (#695) საუკეთესო ფასებს და ხარისხს ერთდროულად შემოგვთავაზებს.
- მანქანების დასატვირთად დაყენება ხდება ეტაპობრივად, სს ლომისის მოთხოვნის საფუძველზე.
- სატრანსპორტო კომპანიამ მანქანების დაყენება უნდა შეძლოს შეკვეთის მიღებიდან 2-3 დღის ვადაში.
- აპლიკაციაში უნდა შეივსოს ფასები სამი სახის კონსიგნაციისთვის: 30, 45 და 60 დღიანი გადახდის პირობებისთვის.
სატენდერო წინადადება (მოთხოვნილი საბუთები დასკანერებული სახით) უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tenders@ge.anadoluefes.com salome.dzmanashvili@ge.anadoluefes.com
შემოთავაზების მიღება იწყება 16.12.2025 09:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება 23.12.2025 18:00
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
სალომე ძმანაშვილი
tenders@ge.anadoluefes.com
salome.dzmanashvili@ge.anadoluefes.com
ტენდერის კატეგორია:
- 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები
გამარჯობა, თქვენს მიერ გაზიარებულ ფაილში ინფორმაცია მიმართულებების და დასაყენებელი მანქანების სავარაუდო წლიური რაოდენობის შესახებ (Routs.xlsx) F სვეტს სათაურად აწერია "Approx. qty of trucks in Q4 2025" - გვაინტერესებს ამ სვეტში მითითებული რაოდენობები არის სრული რაოდენობა რომელიც 2026 წლის განმავლობაში გჭირდებათ, თუ მხოლოდ ერთი კვარტლის მონაცემებია და შეგვიძლია მთელ წელზე გავავრცელოთ მოცემული რაოდენობები?