26 დეკემბერი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T29124 - ტენდერი CMC-ის სამკურნალო დიაგნოსტიკური ჰაბისთვის ცნობადობის ასამაღლებლად
- გამომცხადებელი: კავკასიის მედიცინის ცენტრი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 19 დეკემბერი 2025 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 26 დეკემბერი 2025 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს კავკასიის მედიცინის ცენტრი („შემსყიდველი“) აცხადებს ტენდერს სამკურნალო დიაგნოსტიკური ჰაბისთვის ცნობადობის ასამაღლებლად. წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.
ტენდერში გამარჯვებულ პირ/ებ/თან გაფორმდება ჩარჩო ხელშეკრულება.
2. შერჩევის პროცესის მიმდინარეობა:
შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2025 წლის 26 დეკემბრის 18:00 საათამდე.
- შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას წარმოდგენილი პირობების შესაბამისად.
- საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
- ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება - 19 დეკემბერი 2025
- სატენდერო წინადადებების მიღების დასრულება - 26 დეკემბერი 2025
- გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა - 09 იანვარი 2026
- ხელშეკრულების გაფორმება - 18 მარტი 2025
- შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
- ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.
- ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის, ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრებას შემსყიდველისათვის.
- შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე.
- ტენდერის დასრულების თარიღის გასვლის შემდეგ, შემსყიდველი არაა ვალდებული მიღებულ სატენდერო წინადადებაზე აწარმოოს მოლაპარაკება ან განათავსოს შეკვეთა ასეთი წინადადების წარმდგენ პრეტენდენტთან.
3. ტენდერით შესასყიდი მომსახურების/საქონლის აღწერილობა / სპეციფიკაციები:
შერჩეულმა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს:
- კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული ამბულატორიის ცნობადობის ამაღლება
- პაციენტების ნაკადის ზრდა
- ონლაინ ბუქინგის ზრდა
მომსახურების განხორციელებისას გაითვალისწინოს შემსყიდველის ყველა გონივრული მოთხოვნა და შენიშვნა.
იმ შემთხვევაში, თუ წარმატებული პრეტენდენტი ვერ შეძლებს სატენდერო წინადადებაში წარმოდგენილი პირობების დაცვას, შემსყიდველი უფლებამოსილია გააუქმოს შეკვეთა/კონტრაქტი შერჩეულ კომპანიასთან საჯარიმო სანქციების გარეშე შემსყიდველის მიმართ, და გადასცეს დაკვეთა სხვა პრეტენდენტს ან გააუქმოს ტენდერი.
- სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ადასტურებს, რომ ის გაეცნო ტენდერის ყველა მოთხოვნას და ვალდებულია დაიცვას ყველა ეს პირობა, შემსყიდველის მხრიდან სატენდერო წინადადების მიღების შემთხვევაში. სატენდერო წინადადების მომზადებასთან და წარდგენასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ეკისრება პრეტენდენტს, მიუხედავად იმისა, მიღებული იქნება ეს წინადადება თუ არა დამკვეთის მხრიდან.
4. შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები მომწოდებლის მიმართ
ტენდერში გამარჯვებული მომწოდებლის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის გათვალისწინებით.
სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის პირობებში.
სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- კომპანიის გამოცდილება / სანდოობა
- მოთხოვნით განსაზღვრული მომსახურების უზრუნველსაყოფად პერსონალის რაოდენობა და კვალიფიკაცია (ლიფტის ინსექტორი/ინჟინერი, ტექნიკოსი)
- შესყიდვის ფასი, ვალუტა-ლარი კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის გათვალისწინებით
- გადახდის პირობა (მოთხოვნილი გადახდის პირობის შესაბამისობა)
- ტენდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისობა - მომსახურების პირობები და ვადები
5. სატენდერო წინადადების ფორმატი:
პრეტენდენტების მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება ჩამოყალიბებული უნდა იყოს შემდეგი ფორმატით:
- ზოგადი ინფორმაცია კომპანიის შესახებ- კომპანიის ზოგადი აღწერა, საიდენდიფიკაციო კოდი, იურიდიული და ფაქტიური მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, თანამშრომლების რაოდენობა, ტენდერის მოთხოვნის შესრულებაში ჩართული თანამშრომლების რაოდენობა ფუნქცია მოვალეობის მიხედვით (ლიფტის ინსპექტორი/ინჟინერი/ტექნიკოსი), კვალიფიკაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, მოთხოვნის მიხედვით;
- გამოცდილება:
- შესრულებული სამუშაოების ზოგადი ჩამონათვალი: ბოლო 2 წლის მანძილზე მსგავსი პროექტების ჩამონათვალი (დასრულებული და მიმდინარე), კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
- შემოთავაზებული ქვე-კონტრაქტორები (არსებობის შემთხვევაში)- კომპანიის დასახელება და ინფორმაცია, სამუშაო მოცულობა/აღწერა რომელისაც ქვე-კონტრაქტორი შეასრულებს; - კომერციული წინდადება: ფასები წარმოდგენილი უნდა იქნას ლარში, დამატებითი ღირებულების ჩათვლით, ფასი უნდა შეიცავდეს ტრანსპორტირების და მომსახურების ფასს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადებისა და სავალდებულო შენატანების ჩათვლით. განფასების ცხრილი წარმოდგენილია დანართ№1-ში.
- განფასება წარმოდგენილი უნდა იყოს, როგორც ხელმოწერილი, ასევე ექსელის ფორმატით.
გადახდის პირობა: მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება შესაბამისი მიღება ჩაბარების აქტების საფუძველზე. - პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იურიდიული პირის განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი აფიდავიტი - აფიდავიტი მოცემულია დანართი დანართი #4-ის სახით;
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქვემო დოკუმენტაცია დამატებითი მოთხოვნის საფუძველზე
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
- ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
- მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი მსგავსი ტიპის პროექტზე;
ყველა მოცემული დანართის შევსება პრეტენდენტის მიერ სავალდებულოა. პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დანართი/დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 1 სამუშაო დღეზე მეტი ვადით.
6. პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია:
შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:
- პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
- პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
- მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
- სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
- სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
- არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
- არ შეესაბამება სინამდვილეს;
- ყალბია. - არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.
7. კონფიდენციალურობა
პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 26 დეკემბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
სატენდერო წინადადება ძალაში უნდა იყოს 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.
შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე:
ვერიკო შერმადინი
ელ. ფოსტა vshermadini@clinics.ge
მობ: 598 11 69 58
თორნიკე ტყეშელაშვილი
ელ. ფოსტა:tkeshelashvilit@clinics.ge
მობ: 551-46-44-22
ტენდერის კატეგორია:
- 79400000 ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურებები
- 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა