29 დეკემბერი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T29137 - ტენდერი სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL, USD, EUR
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 23 დეკემბერი 2025 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 29 დეკემბერი 2025 დრო 18:00
- უფასო მონაწილეობა: კი
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP), (შემდგომში „შემსყიდველი“) აცხადებს გაერთიანებულ ელექტრონულ ტენდერს სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვაზე. აღნიშნული ელექტრონული ტენდერის მიზანია შეირჩეს სატრანსპორტო კომპანია რომელიც განახორციელებს ტვირთების ტრანსპორტირებას თურქეთიდან (ანკარა, იზმირი, სამსუნი, ჰათაი, სტამბული და სხვა.) თბილისის და რუსთავის მიმართულებით. ტვირთების კატეგორია მოიცავს: წყლის, წყალარინების მილებს და ფასონურ მასალებს (ფიტინგებს).
1.2 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
- მოწოდების ზუსტი გრაფიკი გაწერილი იქნება წინასწარ
- პირველი მოწოდება დაიწყება 2026 წლის თებერვლიდან
- სავარაუდო სრული ტრაილერების რაოდენობა იქნება მინიმუმ 4 თვეში (ზუსტი მოცულობა დადგინდება გრაფიკის გაწერისას)
- მომწოდებელმა უნდა შემოგვათავაზოს ყველაზე ოპტიმალური ტრანსპორტირების საშუალება: მანქანა, სარკინიგზო, გემი, კომბინირებული.
- შემოთავაზებაში ცალკე პოზიციად უნდა იყოს განფასებული საწყობში მოწოდებული პროდუქციის ჩამოტვირთვა/დაცლა (დანართი N2
- მილების ტრანსპორტირება უნდა მოხდეს სატენდერო დოკუმენტაციაზე თანდართული WF-Safe-Loading-and-Unloading-Jan-2025-V1-Final რეპორტის გათვალისწინებით და სრული დაცვით. (მიენიჭება უპირატესობა)
განსაკუთრებული მოთხოვნები:
- ტენდერში გამარჯვებული სატრანსპორტო კომპანია ვალდებულია საქონლის ტრანსპორტირება განახორციელოს შესაბამისი წესების გათვალისწინებით;
- ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გამოიყენოს ე.წ „ტენტით“ აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალებები (ტრაილერები);
- ტენდერში გამარჯვებული სატრანსპორტო კომპანია პასუხისმგებელია ყველა იმ ზიანსა და/ან ზარალზე, რომელიც მიადგება შემსყიდველის მასალას ტრანსპორტირებისას;
- ამასთან, ტენდერში გამარჯვებული სატრანსპორტო კომპანიას მოეთხოვება უშუალო კომუნიკაცია ქარხანასთან, დატვირთვის დღისა და დროის შეთანხმება შესაბამის საკონტაქტო პირთან.
- გაწერილი გრაფიკით მოწოდება მკაცრად სავალდებულოა
- ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა შემოგვთავაზოს ფასი როგორც საქონლის საწყობში დაცლის გათვალისწინებით ასევე საქონლის საწყობში დაცლის გარეშე.
- სატრანსპორტო კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ტრანსპორტირების დროს მილების ზუსტად ისე შეფუთვა, როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში არსებულ WF-Safe-Loading-and-Unloading-Jan-2025-V1-Final რეპორტშია ნაჩვენები (რეპორტში ნაჩვენებია ყველა ტიპის მილის შეფუთვა).
- შესაძლოა განხილვა ალტერნატიული ტრანსპორტირების მაგრამ აუცილებლად უნდა ერგებოდეს მოწოდების გრაფიკს
- შემოთავაზებაში ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი დაზღვევის საფასური
1.3 განფასება
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N2-ში მოცემული ფასებით ცხრილის შესაბამისად.
- წინადადების ფასად განიხილება სისტემის მეშვეობით შესყიდვის ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში დაფიქსირებული ფასი. გთხოვთ დააფიქსიროთ 1 (ერთი) ტრანსპორტირების საფასური.
- ფასი ფიქსირებული უნდა იყოს 1 წლის განმავლობაში
1.4 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური მომსახურების გაწევისგამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ი და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.
1.5 ანგარიშსწორების პირობები
ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით ტვირთის დაცლიდან 1 (ერთი) კვირის ვადაში. იმ შემთხვევაში თუ კი მომსახურების ტარიფი იქნება დოლარში, ანგარიშსწორება წარმოებს მხოლოდ გადახდის დღეს არსებული ეროვნული კურსით.
1.6 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:
- ფასების ცხრილი;
- გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.4 პუნქტის შესაბამისად;
- თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რის დასტურადაც წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო დოკუმენტაცია, (აღნიშნული დოკუმენტი)
შენიშვნა:
1) ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
2) პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან სატრანსპორტო კომპანიის ელექტრონული შტამპით.
1.7 ხელშეკრულების გაფორმება
1) გამარჯვებულ სატრანსპორტო კომპანიასა და შპს „ჯორჯ
იან უოთერ ენდ ფაუერს“ (GWP), შორის გაფორმდება მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულება წინამდებარე საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.2) შემსყიდველი უფლებას იტოვებს გააფორმოს ხელშეკრულება ერთ ან რამოდენიმე სატრანსპორტო კომპანიასთან.
1.8 სხვა მოთხოვნა
- წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
- გაკოტრების პროცესში;
- ლიკვიდაციის პროცესში;
- საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში. - პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
- შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.
შემსყიდველი გამარჯვებულ სატრანსპორტო კომპანიას გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე სატრანსპორტო კომპანიას. შემსყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე სატრანსპორტო კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი სატრანსპორტო კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.
შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის მხრიდან.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 29 დეკემბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: GEL, EURO, USD
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ტენდერში მონაწილეობა უფასოა
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: მარიამ სილაგაძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, #10
ელ. ფოსტა: msilagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1147); 599 723 003
საკონტაქტო პირი: მარია წიკლაური
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, #10
ელ. ფოსტა: mtsiklauri@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1141); 599 801 114
ტენდერის კატეგორია:
- 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები