ჩაბარების ვადა:

3 ოქტომბერი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2924 - ტენდერი ტყის აღრიცხვის მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია “RMG” აცხადებს ტენდერს ტყის აღრიცხვის მომსახურების გაწევის მიზნით.

  • ადგილმდებარეობა: ბოლნისის, თეთრიწყაროს, დმანისის რაიონები;
  • სამუშაოების მოცულობა - დაუზუსტებელი
  • ფართობი: მოთხოვნისამებრ;

მოთხოვნები პრეტენდენტებისადმი:

  • გამოცდილება: არანაკლებ 3 წლის გამოცდილება ტყის აღრიცხვის სამუშაოების ჩატარებისა (გარდა სს RMG Copper - თან გაფორმებული ხელშეკრულებებისა) (დოკუმენტური სახით)
  • ჩატარებული სამუშაოები: არანაკლებ 5 დასრულებული პროექტი, რომელიც ადასტურებს, რომ ტყის აღრიცხვის სამუშაოები ჩატარებულია მოთხოვნის შესაბამისად მაღალ - პროფესიულ დონეზე.

ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია, გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო წინადადება, სადაც მოცემული უნდა იყოს:
ტყის აღრიცხვის დოკუმენტაცია 2010 წლის 20 აგვისტოს საქართველოს მთავრობის №242 დადგენილების შესაბამისად, მათ შორის:

  • სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის შერჩეული ფართობის დაზუსტებული აზომვითი ნახაზი UTM კოორდინატთა სისტემაში, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს აზომვითი ნახაზის შემსრულებელი პირის მიერ, ამასთან, წარდგენილი უნდა იქნეს დაზუსტებული აზომვითი ნახაზის Sp-ფაილის ელექტრონული ვერსია UTM კოორდინატთა სისტემაში;
  • ტყეკაფის აღრიცხვის მასალები (მთავრობის №242 დადგენილების დანართი №1-ის მიხედვით);
  • ინფორმაცია სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის შერჩეულ ფართობზე წითელი ნუსხით დაცულ მერქნიან მცენარეთა სახეობების არსებობის შესახებ;
  • ინფორმაცია ფერდობთა დაქანების შესახებ;
  • აგრეთე საჭიროების შემთვევაში და მოთხოვნისამებრ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N 136 დადგენილების 21 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ „დ“ „ე“ „ვ“ ქვეპუნქტებისა და მე - 2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია;

აღნიშნული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც დაბეჭდილი (3 ეგზემპლიარად), ასევე ელექტრონული სახით.

  • მომსახურების ღირებულება და ანგარიშსწორების პირობები;
  • შესასრულებელი სამუშაოს ვადები;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მესაკუთრეთა მითითებით;
  • ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ.
  • რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.

ტენდერის ჩაბარების პირობები

  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი დალუქული კონვერტით, სატენდერო კომისიის მდივნის, ლილე პირველის სახელზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალექსიძის #1 შესახვევი III
  • სატენდერო წინადადება ასევე შეგიძლიათ მოგვაწოდოთ კოდირებული ელექტორნული ფოსტის საშუალებით, ელ.ფოსტაზე - LPirveli@richmetalsgroup.com
  • ტენდერთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ სატენდერო კომისიის მდივანს ელ. ფოსტაზე - LPirveli@richmetalsgroup.com 
  • კონვერტს უნდა ეწეროს პრეტენდენტის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი და ტენდერის დასახელება.
  • წინადადებების მიღების ბოლო ვადაა - 03.10.2017

ტენდერის კატეგორია:

  • 77200000 სატყეო მეურნეობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები