ჩაბარების ვადა:

26 იანვარი 2026, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

P
ფასების ცხრილი
- ფასთა გამოკითხვა 1 ერთეული ელექტრო ავტომობილის / ელექტრომობილის შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: შპს "ი-სპეის"
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 26 იანვარი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს -სპეის აცხადებს ფასთა გამოკითხვას 1 ერთეული (სედანი/ჰეჩბეკი/SUV) ელექტრო ავტომობილის შესყიდვაზე.

1. ტექნიკური სპეციფიკაციები:

  • გამავლობა -  ( 400+ კმ)
  • ელემენტის მოცულობა (45+ კვტ.სთ)
  • სწრაფი დამუხტვის შესაძლებლობა და ხანგრძლივობა (შემოგვთავაზოს პრეტენდენტმა)
  • ენერგოეფექტურობა (კვტ.სთ/100 კმ-ზე) (შემოგვთავაზოს პრეტენდენტმა)

2. უსაფრთხოებისა და აღჭურვილობის მოთხოვნები:

  • უსაფრთხოების სისტემები (ABS, ESP, AEB, ADAS და სხვა)
  • უსაფრთხოების ბალიშების რაოდენობა
  • კონტროლის სისტემები (ავტომატური დამუხრუჭება, პარკირების კონტროლი)
  • კლიმატკონტროლი , კრუიზკონტროლი 
  • წამყვანი თვლები

3. სერვისი-მოთხოვნები:

  • ოფიციალური სერვის ცენტრი საქართველოში:
    შემოთავაზებული ელექტრო ავტომობილების მწარმოებელ კომპანიას უნდა ჰქონდეს საქართველოში ოფიციალურისერვის ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებას, შეკეთებასა და რეგულარულინსპექტირებას.
  • ავტო ნაწილების მარაგი:
    კომპანია ვალდებულია საქართველოში უზრუნველყოს საჭირო ავტო ნაწილების მარაგი, რათა სწრაფად დაეფექტურად მოემსახუროს როგორც გარანტიის პერიოდში, ისე შემდგომში.
  • კომპანია ვალდებულია 5 წლის განმავლობაში საჭიროების მიხედვით, გაუწიოს სერვისი ავტომობილს, ადგილზე ჰქონდეს ცვეთადი, საცხებ/საპოხი და კონკრეტული სერვისისთვის საჭირო ნაწილები.

მწარმოებლის სერტიფიკატი და საგარანტიო პირობები

მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული ოფიციალური სერტიფიკატი, რომელშიც უნდაიყოს მოცემული:

  • ტექნიკური მონაცემებიავტომობილის მოდელი, წელი, და გამოშვების თარიღი;
  • ელექტრო სისტემის პარამეტრები (მაგ., ელემენტის სიმძლავრე, დამუხტვის პერიოდი, მაქსიმალური სიჩქარე და სხვ.) 

საგარანტიო ვადა:

  • სერტიფიკატში უნდა იყოს მითითებული თითოეული ავტომობილისთვის დაწესებული საგარანტიო პირობები დავადები (მაგ., ელენეტის გარანტია, ზოგადი გარანტია, ნაწილების, სისტემების და სხვა).
  • თუ საგარანტიო მომსახურების ვადა დამოკიდებულია ავტომობილის გამოყენებაზე (მაგ., კილომეტრაჟი), ესინფრომაცია უნდა იყოს დეტალურად აღწერილი.
  • საგარანტიო პირობებში უნდა ასახავდეს, თუ რა ტიპის პრობლემა დაფარავს მწარმოებლის გარანტია და რაქმედებები შეიძლება გამოიწვიოს გარანტიის გაუქმებას.

სერტიფიკატის კანონიერება

სერტიფიკატი უნდა იყოს გაცემული თავად მწარმოებლის მიერ და უნდა იყოს ოფიციალურად აღიარებული და დადგენილიმწარმოებლის სათანადო ანალიტიკური და ტექნიკური სტანდარტების შესაბამისად.

მომწოდებელმა, ასევე უნდა წარმოადგინოს საკუთარი გარანტიის სერტიფიკატი და მისი დეტალური პირობები.

მომწოდებლებს შეუძლიათ შეთავაზება გამოაგზავნონ მათ ყველა ავტომობილზე, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს. გადაწყვეტილება მიიღება, ავტომობილის სპეციპიკაციის-ფასის-გარანტიის-სერვისის საერთო შეფასებით, არა მხოლოდ ავტომობილის ღირებულებით.

სატენდერო წინადადება უნდა გაიგზავნოს ელ.ფოსტაზე - admin@e-space.ge  2026 წლის 26 იანვრის 18:00 საათამდე.

საკონტაქტო: admin@e-space.ge



ტენდერის კატეგორია:

  • 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები
შეკითხვები