3 ოქტომბერი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT2935 - ტენდერი საოფისე შენობის სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „არკადია ჯგუფი“ აცხადებს ტენდერს საოფისე შენობის საამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე.
მომსახურების გაწევის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, იუმაშევის ქ 12
ასაშენებელი შენობის სტატუსი საოფისე შენობა ( შავი კარკასი) გადახურვით
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- შესასრულებელი სამუშაოების დეტალური ხარჯთაღრიცხვა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის რაოდენობაზე; - ბოლო სამი წლის მანძილზე გაწეული ანალოგიური მომსახურების ჩამონათვალი. (კომპანი(ებ)ის, მომსახურების გაწევის პერიოდისა და ჯამური თანხის მითითებით);
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, გადაწყვეტილების მიმღები პირის საკონტაქტო ინფორმაცია);
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
- სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, ი. გმირთა მოედანი 1 (თბილისის ცირკის ადმინისტარაციული შენობა)
საკონტაქტო პირი: მაია ქართველიშვილი maikokartvelishvili120180@gmail.com Mob: 599877554
კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტი კომპანიის დასახელება, ტენდერის დასახელება და ნომერი;
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 3 ოქტომბერი 18 საათი
ტენდერის კატეგორია:
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები