26 იანვარი 2026, 12:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T29403 - ტენდერი 514 ერთეული UPS-ის აკუმულატორის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 21 იანვარი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 26 იანვარი 2026 დრო 12:00
ტენდერის აღწერილობა:
საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს 514 ერთეული 65 ამპერიანი UPS-ის აკუმულატორის შესყიდვაზე.
ტექნიკური სპეციფიკაცია:
- 65ა/სთ-10 საათში
- მოკლე ჩართვის დენი მინიმუმ 1700ა
- დამუხტვის დენი მინიმუმ 25 ა
- მაქსიმალური განმუხტვის დენი მინიმუმ 650ა (5წმ)
- წინაღობა მაქსიმუმ 6.8
- სიცოცხლის უნარიანობა არანაკლებ 10 წელი
- წონა 20 კგ +-2%
მოწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში.
პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ ინფორმაცია
პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური საქონლის მიწოდების გამოცდილება საერთო ღირებულებით არანაკლებ 200 000 ლარის ოდენობით, რაზეც უნდა წარმოადგინოს აღნიშნულ სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულებების და ამ სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (სამუშაოების შესრულების აქტი, ან/და შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ცნობა). იმ შემთხვევაში, თუ ანალოგიური გამოცდილება რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შესაძლოა მითითებულ იქნას სისტემის მიერ მინიჭებული NAT/SPA/CMR ნომერი.
პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს აკუმულატორების დეტალური სპეციფიკაციები
შემოთავაზებული წინადადებები ძალაში უნდა იყოს სულ მცირე 40 დღის განმავლობაში ტენდერის გახსნიდან.
შეფასების კრიტერიუმები:
- კომერციული შეთავაზება (ფასი)
- შემოთავაზებული აკუმულატორების ტექნიკური მახასიათებლები
- მიწოდების ვადა
- კომპანიის ანალოგიურ გამოცდილება
კომპანიამ სისტემაში უნდა ატვირთოს კომერციული შეთავაზება ინვოისის სახით.
წინამდებარე ტენდერი არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებას, მოცემული რაოდენობები შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს ბანკის მოთხოვნის შესაბამისად.
ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 26 იანვარი, 12:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
აკუმულატორების ტექნიკურ საკითხებზე გთხოვთ დაუკავშირდით
გიორგი:
ტელ: 577 102 917
სატენდერო საკითხებზე
ბექა მუმლაძე:
ტელ: 551462003
[email protected]
ტენდერის კატეგორია:
- 31400000 აკუმულატორები, დენის პირველადი წყაროები და პირველადი ელემენტები