ჩაბარების ვადა:

29 იანვარი 2026, 15:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T29425 - ტენდერი ენერგეტიკული ობიექტის გენერატორების საწვავის ავზების სარეზერვო დიზელის რეზერვუარზე დაერთებაზე

  • გამომცხადებელი: სს "ჯორჯიან ქარდი"
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 21 იანვარი 2026 დრო 19:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 29 იანვარი 2026 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

სს ჯორჯიან ქარდი (ს/კ 204396377) აცხადებს ენერგეტიკული ობიექტის გენერატორების საწვავის ავზების სარეზერვო დიზელის რეზერვუარზე დაერთების ტენდერს. 

ობიექტის მისამართი: ქალაქი თბილისი, როსტომ აბრამიშვილის II შესახვევი, N 4.

ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:

  • ენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებით გათვალისწინებული დოკუმენტები;
  • ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირების საფუძველზე, - საწყის გვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს;
  • ტენდერში მონაწილემ ჩაშლილად უნდა წარმოადგინოს მასალების და გასაწევის სამუშაოების /მომსახურების  ფასი;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში დღგ-ს ჩათვლით;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;   

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია

  • საბანკო რეკვიზიტები - პრეტენდეტნის მიერ შესავსები ფორმა დანართი 1
  • ტექნიკური დავალება - შემოთავაზებული ფასების ცხრილი - წარმოდგენილი უნდა იქნეს პრეტენდეტის მიერ დანართი 2 -ად; ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში.

დავალებათა აღწერილობა:

  • დანართი N1 -საბანკო რეკვიზიტები;  
  • დანართი N2  გენერატორების საწვავის ავზების სარეზერვო დიზელის რეზერვუარზე დაერთების ტექნიკური დავალება;
  • დანართი N3 - ფასები ცხრილი;
  • თანდართული დოკუმენტაცია:

პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

  • დანართი:1 საბანკო რეკვიზიტები;
  • დანართი:2 გენერატორების საწვავის ავზების სარეზერვო დიზელის რეზერვუარზე დაერთების ტექნიკური დავალება;
  • დანართი: 3 ფასების ცხრილი

სატენდერო მოთხოვნები:

  • სამუშაოების შესრულებისას შემსრულებელი ვალდებულია ყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტ(ებ)ი; თანამშრომელთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი, აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული მოწმობა/სერტიფიკატი;
  • შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:

შესრულებული სამუშაოს გარანტია:

  • საგარანტიო ვადა შესრულებულ სამუშაოზე და გამოყენებულ მასალებზე მოქმედებს მიღება-ჩაბარების აქტისგაფორმებიდან არანაკლებ 3 წელი.
  • საგარანტიოს წარმოშობის შემთხბებაში, შეტყობიებიდან არაუმეტეს ერთი დღის გარანტორმა უნდა მოახდინოს საკითხის შესწავლა, ობიექტზე ვიზიტი, საკითხის შესწავლა და დეფექტური აქტის წარდგენა.
  • 2 დღეში უნდა მოახდინოს საკითხის მოგვარება.
  • გარანტორმა წინასწარ უნდა მოახდინოს ობიექტის შესწავლა/გადმობარება და დაადასტუროს რომ ობიექტზე არსებული კომპონენტი (ელექტროობა და ა.შ. აგრეგატები, მასალა თუ სისტემა ) არის თავსებადია მის სისტემებთან.
  • სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

პრეტენდეტს, ასევე არ უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს წინაშე რაიმე სახის დავალიანება და მის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს სასამართლო დავა.

 პრეტენდენტ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება.

 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა(გამოცდილება, კლიენტების სია) და ფართო მასშტაბიანი სამუშაოების მინიმუმ 3 ობიექტის ხელშეკრულება (მისამართი)  წარმატებით დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი) რომელიც განხორციელებული უნდა იყოს ბოლო 3 (სამი) წლის განმავლობაში;

 წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს სს „ჯორჯიან ქარდ“-ს რომელიმე მონაწილესთანხელშეკრულების გაფორმებას და ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე სს „ჯორჯიან ქარდი“ იტოვებს უფლებას რომ შეწყვიტოსტენდერი.

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ მოგვწეროთ tenders@gc.ge

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 29  იანვარი, 15:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია

მარიამ ტაბატაძე
tenders@gc.ge
ტელ: +995 577 331197

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
შეკითხვები