ჩაბარების ვადა:

4 ოქტომბერი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2947 - ტენდერი HVAC სისტემის სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ღია ტენდერს HVAC სისტემის სამუშაოებზე (მარნეულის ფილიალი).

თანდართულ ფაილებას იხილეთ:

  • სატენდერო განაცხადი;
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე;
  • პროექტი და ხარჯთაღრიცხა;

ტენდერის ფარგლებში შეირჩევა საუკეთესო ფასის, ხარისხის და ვადის წარმომდგენი ერთი კვალიფიციული კომპანია, რომელთანაც გაფრომდება ერთჯერადი მომსახურების ხელშეკრულება.

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წელი. (საბანკო სფეროში განხორციელებული სამუშაოები და გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);

აუცილებელი მოთხოვნა:

  • მომწოდებელთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილ საბანკო ანგარიშზე.

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • შევსებული ხარჯთაღრიცხვა (იხ. თანდართული ფაილები)., როგორც ნაბეჭდი ასევე ელექტრონული სახით (Excel) (CD-ზე ან მეხსიერების ბარათზე)
  • სარეკომენდაციო წერილები, ბოლო 6 თვის გაცემული (მინ. 3 სარეკომენდაციო წერილი) გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ უნდა წარმოადგინოთ მხოლოდ ორიგინალი წერილები.
  • წერილი, მოკლე აღწერილობით მსგავსი ტიპის სამუშაოების წარმოებაზე (დამკვეთის და საკონტაქტო პირების მითითებით);
  • საბანკო ამონაწერი ან ცნობა ბანკიდან ბრუნვების შესახებ (მინიმუმ ბოლო 3 თვის, შესაძლებელია კომპაქტ დისკის ან მეხსიერების ბარათის საშუალებით მოწოდება);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ.
  • შეთანხმება კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. დანართი);

სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „ტერაბანკის“ კანცელარიაში დალუქული კონვერტით. მისამართი: თბილისი 0103, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ.#3 .

გთხოვთ კონვერტზე მიუთითეთ შემდეგი მონაცემები: 

  • კომპანიის დასახელება;
  • იურიდიული და ფაქტიური მისამართი;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, ელე-ფოსტის მისამართი);
  • ტენდერის დასახელება (ტენდერი HVAC სისტემის სამუშაოებზე.);

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 4 ოქტომბერი (18:00 სთ).

ობიექტების დათვალიერების და ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებიულ კითხვებზე დაუკავშირდით:

  • ლაშა ჭანტურიძე - 595110174- ლოჯისტიკის სამსახური;
  • ანდრო ტატიშვილი - 591409717 - შესყიდვების სამსახური. ამასთანავე საჭიროების შემთხვევაში, საორგანიზაციო და პროცესუალურ საკითხებზე მოიწერეთ შემდეგ მეილზე- andro.tatishvili@terabank.ge 

სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის დოკუმენტის ან ინფორმაციის მოუწოდებლობის შემთხვევაში, შემოთავაზება არ იქნება განხილული და შესაბამისად პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას.

ტენდერის კატეგორია:

  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები