ჩაბარების ვადა:

2 თებერვალი 2026, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T29504 - ტენდერი ვიდეო-სამეთვალყურეო და დაშვების სისტემების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: შპს კურორტი საირმე
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 24 იანვარი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 2 თებერვალი 2026 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „კურორტი საირმე“ (ს/კ 225058576) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ვიდეო-სამეთვალყურეო და დაშვების სისტემების შესყიდვასთან დაკავშირებით სამ ლოტად.

განსაკუთრებული მოთხოვნები:

ლოტი N1-ში მითითებული ბრენდის, მოდელისა და კატეგორიის პროდუქციაზე, წინადადება მიიღება მხოლოდ შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის პირობით. ალტერნატიული პროდუქტის მიწოდება არ განიხილება. 

ლოტი N2-ში - წინადადება მიიღება მხოლოდ დანართ N1-ში მითითებული ბრენდის, მოდელისა და კატეგორიის პროდუქციაზე, ალტერნატიული პროდუქტის მიწოდება არ განიხილება. 

ლოტი N3-ში - წინადადება მიიღება მხოლოდ დანართ N1-ში მითითებული კომენტარების შესაბამისად.

აუცილებელია, რომ მიწოდებულ პროდუქციაზე გარანტია გავრცელდეს პროდუქციის მიწოდების თაობაზე მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან 24 (ოცდაოთხი) თვის ვადით. იმ პირობით, თუ დამკვეთის მიერ დაცული იქნება პროდუქციის თანმდევ დოკუმენტებში მითითებული პროდუქციის ექსპლუატაციის წესები ან/და მათი მოხმარების შესახებ შემსრულებლის მიერ გაცემული წერილობითი რეკომენდაციები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • შესყიდვის ობიექტის საორიენტაციო რაოდენობა წარმოდგენილია ლოტების სახით, დანართი N1 -ში
  • შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები წარმოდგენილია დანართი N1-ის სახით.
  • შესყიდვის ობიექტის მოცულობა შეადგენს საირმის ობექტისთვის გათვალისწინებულ საორიენტაციო რაოდენობას; 
  • საორიენტაციო რაოდენობის მიწოდება ხორციელდება შემსყიდველის მოთხოვნის საფუძველზე 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში.
  • გამარჯვებულთან გაფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც მოხდება საორიენტაციო რაოდენობის პროდუქციის ათვისება;
  • სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული რაოდენობა არის საორიენტაციო ხასიათის და მისი სრულად ათვისება არ წარმოადგენს შემსყიდველის ვალდებულებას.

შენიშვნა: შემსყიდველი უფლებას იტოვებს ტენდერის მსვლელობის პროცესში, საჭიროებისამებრ, შეცვალოს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები და შესასყიდი რაოდენობა, რომლის შესახებ ეცნობება ტენდერში მონაწილე კომპანიებს.

3. განფასების მოთხოვნის პირობები:

  • ფასების მიწოდება ხდება დანართი N1-ის მიხედვით (დოკუმენტი ატვირთეთ როგორც ექსელის ფაილის სახით, ასევე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული, დასკანერებული ვერსია);
  • წინადადებაში მითითებული ფასი უნდა იყოს ლარში მოცემული ყველა გადასახადის გათვალისწინებით (მათ შორის ტრანსპორტირება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები).

4. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ფორმა და ადგილი:

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილი: საქართველო, კურორტი საირმე, ან/და შემსყიდველთან შეთანხმებისამებრ;

5. ანგარიშსწორების პირობა:

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით შესყიდვის ობიექტის მიღებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

6. პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ პორტალზე ასატვირთი დოკუმენტაცია:

ფასების ცხრილი დანართი N1 განსაკუთრებული მოთხოვნების (პუნქტი 3.1) გათვალისწინებით. ფასი მოცემული უნდა იყოს ტრანსპორტირებისა და ყველა გადასახადის ჩათვლით, როგორც ხელმოწერილი, სკანირებული ვერსია, ისე ექსელის ფორმატი;

  • კომპანიის გამოცდილება/პროფაილი;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
  • სარეკომენდაციო წერილები (სასურველია);
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (MAF) მომწოდებლის და შემსყიდველის მითითებით.

7. დამატებითი ინფორმაცია:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
  • შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.
    შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება ტენდერის მსვლელობის პერიოდში;

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 02 თებერვალი, 15:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში; 

ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ ელექტრონულ პორტალზე განთავსებული კითხვა/პასუხის ველი, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას. სხვა შემთხვევაში მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  [email protected]

ტენდერის კატეგორია:

  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
  • 32300000 ტელედა რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიოან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა
შეკითხვები