ჩაბარების ვადა:

2 თებერვალი 2026, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T29510 - ტენდერი დაცვის მომსახურების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს ნოტარიუსთა პალატა
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 2 თებერვალი 2026 დრო 12:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატა“ აცხადებს ტენდერს დაცვის მომსახურების გაწევაზე. 

სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ადმინისტრაციული შენობის და საარქივე მეურნეობის ტექნიკური მახასიათებლები:

  • სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის„ ადმინისტრაციული ოფისი მდებარეობს ქალაქ თბილისში, ივანე ჯავახიშვილის ქ.60-ში და მიეკუთვნება საოფისე დანიშნულების ფართს. შენობა განთავსებულია 1064 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. შენობა არის 4 სართულიანი, მთლიანი ფართი შეადგენს 2263 კვ.მ-ს.
  • საარქივე მეურნეობა განთავსებულია ქ. თბილისში, ალიოშა ჯაფარიძის ქ. 2-ში, რომლის მთლიანი ფართი შეადგენს 800 კვ.მ-ს.
  • ადმინისტრაციული შენობის პერიმეტრი არის შემოღობილი და შენობა აღჭურვილია დაცვის, ვიდეომეთვალყურეობის და სახანძრო უსაფრთხოების მდგომარეობის კონტროლის ტექნიკური საშუალებებით, დამონტაჟებულია ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები.

სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ დაცვის მომსახურების გაწევის ტექნიკური მოთხოვნები:

  • მომსახურების გაწევისას დასაქმებული პერსონალი უნდა იყოს მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული, რაზედაც მთლიანი პასუხისმგებლობა ეკისრება შემსრულებელს.
  • მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების შემდგომ ერთი წლის განმავლობაში უწყვეტად, 24 საათიან რეჟიმში, ამ ხელშეკრულებით დადგენილ ფარგლებში.
  • აუცილებლობის შემთხვევაში მაქსიმალურად მჭიდრო ვადაში შესაძლებელი უნდა იყოს ოპერატიული ჯგუფის გამოძახება, რომელიც დაკომპლექტებული უნდა იყოს მაღალკვალიფიციური კადრებით და რომელთაც უნდა გააჩნდეთ საგანგებო შემთხვევებისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი აღჭურვილობა.
  • დაცვის თანამშრომლებს მიღებული უნდა ჰქონდეთ საშუალო ან/და უმაღლესი განათლება.  დაცვის თანამშრომლები უნდა მოქმედებდნენ მშვიდად, მათთვის დამახასიათებელი უნდა იყოს ქცევის ზრდილობიანი მანერა. დაცვის თანამშრომელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ობიექტზე უნდა ეცვათ შესაბამისი სტანდარტის უნიფორმა. დაცვის თანამშრომლების ვალდებული არიან მორიგეობაზე გამოცხადნენ სუფთად და მოწესრიგებულად ჩაცმული უნიფორმით, დაიცვან პირადი ჰიგიენა და ამ გეგმით გაწერილი პირობები. აღნიშნული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დამკვეთს უფლება აქვს მოსთხოვოს შემსრულებელს დაცვის თანამშრომლის შეცვლა, რომელიც თავის მხრივ ვალდებულია შეცვალოს დაცვის თანამშრომელი 5 [ხუთი] სამუშაო დღის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული ჩაითვლება ხელშეკრულების დარღვევად და დამკვეთს უფლება ექნება შეწყვიტოს ხელშეკრულება.
  • დაცვის თანამშრომლის აღჭურვა უნდა იყოს უნიფორმით, შიდა კავშირის რადიო სადგურებით [რაციით] და დაცვისთვის საჭირო აუცილებელი ატრიბუტიკით.
  • დაცვამ უნდა უზრუნველყოს დამკვეთთან შეთანხმებული საშვის დაშვების რეჟიმის კონტროლი, დამკვეთის ვიზიტორების რეგისტრაცია [ნოტარიუსების გარდა, მოქალაქეების მათი დაშვება შესაძლებელია მხოლოდ ნოტარიუსთა პალატის თანამშრომელთა თანხმობით] და აღრიცხვა [ამასთან, უნდა აღირიცხოს კონკრეტული მოქალაქის შენობაში შემოსვლის დაშვების გამცემი თანამშრომელი], დაცვის ობიექტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
  • სამუშაო, დასვენების და უქმე დღეეში 24 საათიან რეჟიმში უზრუნველყოს დაცვის ობიექტზე შემოსასვლელი ყველა გასასვლელის მეთვალყურეობა და არ დაუშვას გარეშე პირების შენობაში შემოსვლა, ნოტარიუსთა პალატის თანამშრომელთა თანხმობის გარეშე, ამ დანართით დადგენილი წესით.
  • ღმოჩენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების დაფიქსირების შემთხვევაში, როგორც დამკვეთის, ისე შემსრულებლის წარმომადგენლისა და საჭიროებისამებრ, შესაბამისი ორგანოების ინფორმირება და ოპერატიული ჯგუფის გამოძახება. ოპერატიული ჯგუფის და/ან შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლების გამოცხადებამდე შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს შემთხვევის ადგილის ხელშეუხებლობა და შესაბამისი ოქმის შედგენა მომხდარი შემთხვევის შესახებ დაზიანებული, დაკარგული, განადგურებული ქონების მითითებით.
  • სამუშაო საათების დასრულების შემდეგ ჩაიბაროს ობიექტი, განახორციელოს საკონტროლო შემოვლა შიდა და გარე პერიმეტრზე, უზრუნველყოს დასაცავი ობიექტის ყველა ოთახის გადამოწმება, აუცილებლობის შემთხვევაში მათი დაკეტვა, ელექტრო და სხვა ტიპის მოწყობილობების გამორთვა. ყველა სხვა ღონისძიების გატარება, რომელიც დაკავშირებული იქნება მომსახურების სრულფასოვანი გაწევის მიზნით და რომელმაც შესაძოა დააზიანოს დაცვის ობიექტი.
  • შემსრულებელი ფინანსურ პასუხისმგებლობას იღებს უძრავ მოძრავი ქონებისა და მატერიალური ქონების დაკარგვა, დაზიანებაზე და განადგურებაზე, რომელთა დაკარგვა, დაზიანება ან/და განადგურება გამოწვეულია ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებებისა და მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებით. შემსრულებელი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სრულად აანაზღაუროს ზარალი, რომელიც გამოწვეულია მიმწოდებლის მიერ ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებით.
  • დაცვის თანამშრომელი ვალდებულია უზრუნველყოს შემდეგი:
  • ხელშეკრულების დადებიდან 24 საათიანი ზედამხედველობა ობიექტზე არსებულ ავტომანქანებს, კომპიუტერულ ტექნიკას და ყველა სხვა ინვენტარს, რათა არ მოხდეს მათი უცხო პირების მიერ დაუფლება, დაზიანება;
  • მცველი იცავს საზოგადოებრივ წესრიგს, დამკვეთის შინაგანაწესს.
  • ნოტარიუსთა პალატის ოფისში გამოცხადდეს სუფთად, ფორმაში ჩაცმული, ჰიგიენის წესების დაცვით;
  • მცველი მეთვალყურეობას ახდენს ობიექტზე არსებულ მატერიალურ ფასეულობებზე და იცავს დანაშაულებრივი ხელყოფისაგან, მოქმედებს ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ კანონისა და ინსტრუქციების მიხედვით;
  • საგუშაგოზე მისვლისას შეამოწმოს დასაცავი ობიექტის მიმდებარე ტერიტორია, დასაცავ ობიექტზე მიმაგრებული კავშირგაბმულობის საშუალების, კომპიუტერული ტექნიკისა და სხვა სპეციალური საშუალებების გამართულობა. გააკეთოს ჩანაწერი მორიგეობის ჟურნალში;
  • დაცვის თანამშრომელი ვალდებულია, ნოტარიუსთა პალატის აღმასრულებელ დირექტორს და/ან ეკონომიკურ  სამსახურს დაყოვნებლივ აცნობოს ყველა მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ და აუხსნას საერთო ვითარება;
  • - ნოტარიუსთა პალატის თანამშრომლების სამსახურში მოსვლის დროს - 09:00 საათზე, სამუშაო პერიოდში და სამუშაოს დამთავრებისას შემდეგ - 18.00 საათზე აკონტროლოს თანამშრომელთა მიერ მოსვლის/წასვლის დაფიქსირება საამისოდ სპეციალურად განკუთვნილ აპარატში ID ბარათის გატარების მეშვეობით.
  • ნოტარიუსთა პალატის ადმინისტრაციული ოფისის და არქივის  ტერიტორიაზე თანამშრომელთა დაშვება განხორციელოს მხოლოდ მათი კუთვნილი ID ბარათით. აკონტროლოს ბარათის გატარება უშუალოდ ამ ბარათის მფლობელის მიერ, არ დაუშვას ბარათების გამოყენება არადანიშნულებით, არაუფლებამოსილი თანამშრომლების მხრიდან. ამგვარი კონტროლის შედეგად გამოვლენილი დარღვევების თაობაზე ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს ნოტარიუსთა პალატის აღმასრულებელ დირექტორს;
  • სამსახური შეასრულოს დადგენილი დროის განმავლობაში დასაცავი ობიექტისაგან მოუწყვეტლივ. არ მიატოვოს ობიექტი დადგენილი სამუშაო საათის პერიოდში;
  • მუდმივად აკონტროლოს და განახორციელოს კამერების მეთვალყურეობა, რომელზეც წვდომა უზრუნველყოფილი იქნება დაცვის განთავსების ოთახში; ნებისმიერი არასანქცირებული საქციელის შემთხვევაში იმოქმედოს ამ გეგმით დადგენილ ფარგლებში;
  • თავდასხმის, ან სხვაგვარი ხელყოფის შემთხვევაში მოახდინოს დაუყოვნებლივი შეტყობინება განსაზღვრული წესის მიხედვით, მიიღოს ყველა ზომა, რათა აღკვეთოს დასაცავ ობიექტზე გარეშე პირთა შეღწევა, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე დახმარების მისაღებად ინფორმაცია გადასცეს სამორიგეო ნაწილს, ზემდგომ ხელმძღვანელობას და ნოტარიუსთა პალატის აღმასრულებელ დირექტორს;
  • პატივისცემით და თავაზიანობით მოეპყროს ნოტარიუსთა პალატის ხელმძღვანელ პირებს, ნოტარიუსებს, ყოველ თანამშრომელს და მოქალაქეს. მათთან ურთიერთობისას დაიცვას ეთიკის და ზნეობის ნორმები;
  • ადმინისტრაციულ ოფისში თანამშრომელთა მიერ სამსახურის დასრულების შემდგომ უზრუნველყოს ობიექტის შემოვლა-დათვალიერება, მოახდინოს ოფისის პერიმეტრზე არსებული ოთახების/სათავსოების, პარკინგის შემოწმება, მოახდინოს ფანჯრების დახურვა, ელექტროენერგიის გამორთვა ოთახებში, უზრუნველყოს ონკანების შემოწმება და სხვა ყველა მსგავსი მოწყობილობების უსაფრთხოება;
  • ღამის მორიგეობისას, უსაფრთხოების მიზნით, მუდმივად უზრუნველყოს ობიექტის შემოვლა-დათვალიერება ყოველ ერთ საათში ერთხელ, აკონტროლოს ნოტარიუსთა პალატის სასერვერო ოთახი. მორიგეობის პერიოდში ისეთი ვითარების შექმნისას, რომელიც მოითხოვს ნოტარიუსთა პალატის აღმასრულებელი დირექტორის და/ან ეკონომიკური სამსახურიდან რეაგირებას, დაუყოვნებლივ შეატყობინოს მითითებულ პირებს [მაგალითად: უცხო პირების ოფისის ტერიტორიაზე შეჭრა; ხანძარი, ქურდობა, ყაჩაღობა და სხვ....], გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს საქართველოში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერზე დარეკვა - 112, ასევე უზრუნველყოს დამსაქმებელი დაცვის სამსახურისთვის ინფორმაციის გადაცემა და  დამატებითი დაცვის გამოძახება;
  • აკონტროლოს და არეგულიროს მოქალაქეთა მიღება ნოტარიუსთა პალატაში. მოქალაქის ობიექტზე შემოსვლისას გაარკვიოს მისი მოსვლის მიზანი ნოტარიუსთა პალატაში, დაუყოვნებლივ გადასცეს მოქალაქის მოსვლის თაობაზე ინფორმაცია ნოტარიუსთა პალატის შესაბამის სამსახურის უფლებამოსილ თანამშრომელს უშუალოდ [და/ან შიდა სატელეფონო ან კორპორატიული მობილური ტელეფონის შეტყობინებით]. ნოტარიუსთა პალატის თანამშრომლისაგან მიღებული თანხმობის შემთხვევაში მიუთითოს მოქალაქეს, თუ ვის უნდა მიმართოს მისთვის საჭირო ინფორმაციის და მომსახურების მისაღებად; არ დაუშვას მოქალაქის არადანიშნულებისამებრ გადაადგილება ნოტარიუსთა პალატის შენობის შიდა პერიმეტრზე;
  • დასაცავ ობიექტზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საეჭვო, დაუდგენელი პირის ან ნივთის აღმოჩენისას დაცვის თანამშრომელი ვალდებულია ამის თაობაზე ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს ნოტარიუსთა პალატის აღმასრულებელ დირექტორს და/ან ეკონომიკურ სამსახურს;
  • აკონტროლოს ობიექტზე შემოსული მოქალაქის, ნოტარიუსის და პალატის აპარატის თანამშრომელის მიერ თამბაქოს მოწევის შემთხვევები, მიუთითოს აკრძალვის თაობაზე და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს აღმასრულებელ დირექტორს;
  • უპასუხოს ნოტარიუსთა პალატის კორპორატიულ ქსელში ჩართულ მობილურ ტელეფონს, რომელიც განკუთვნილია საგუშაგოსთვის და ექვემდებარება პალატის ოფისის დაცვის თანამშრომელთან მუდმივ კომუნიკაციას. ამასთან, დაცვის თანამშრომელი ვალდებულია, მორიგეობის დროს უზრუნველყოს ნოტარიუს პალატის ბალანსზე რიცხული მობილური აპარატის დაცულობა;
  • უზრუნველყოს საპარკინგე ტეროტორიაზე ნოტარიუსთა პალატის თანამშრომელთა დაუბრკოლებრივ შეშვება სპეციალური პულტის საშუალებით;
  • არ დატოვოს სამორიგეო ადგილი და დაუყოვნებლივ უპასუხოს სატელეფონო ზარებს;
  • დაიცვას სამორიგეო ადგილზე სისუფთავე და არ შეიტანოს საკუთარი შეხედულებისამებრ რაიმე სახის ინვენტარი;
  • „დაცვითი მომსახურების გეგმის“ ფარგლებში შეასრულოს ნოტარიუსთა პალატის აღმასრულებელი დირექტორის მითითებები. 

დაცვის თანამშრომელს ეკრძალება:

  • სამუშაო საათებში დაცვის ობიექტის უნებართვოდ დატოვება, ძილი, დადგენილი წესით ნებართვის გარეშე სხვა პირის შემოყვანა ობიექტის პერიმეტრზე;
  • უცხო პირებთან კონტაქტში შესვლა, თუ ამას არ მოითხოვს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება;
  • სპირტიანი სასმელების მიღება, თამბაქოს მოწევა;
  • ღამის ან დღის განმავლობაში მორიგეობისას, ნოტარიუსთა პალატის ადმინისტრაციული ოფისის ტერიტორიაზე უცხო პირთა შემოყვანა ან ღამის მორიგეობისას მათ ოფისში დატოვება;
  • პალატის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე განლაგებულ ოთახებში არსებული ნებისმიერი ნივთის უნებართვოდ გამოყენება;
  • სხვა ნებისმიერი ქმედება, რაც ხელს შეუშლის მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაში და გამოიწვევს დაცვითი მომსახურების გეგმაში მითითებული ინსტრუქციის დარღვევას.

წინადადებების მიღების ბოლო ვადა 2026 წლის 2 თებერვალი, 12:00 სთ.
შეთავაზება უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართებზე: atediashvili@notary.ge და ikhurtsidze@notary.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 71700000 მონიტორინგი და კონტროლი
შეკითხვები