ჩაბარების ვადა:

5 თებერვალი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T29527 - ტენდერი აფთიაქების გარე ფასადების სარეკლამო გაფორმების მომსახურებაზე

  • გამომცხადებელი: პსპ ფარმა
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 27 იანვარი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 5 თებერვალი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

პსპ ფარმა აცხადებს ტენდერს აფთიაქების გარე ფასადების სარეკლამო გაფორმების მომსახურებაზე.

კომპანია PSP აცხადებს ტენდერს აფთიაქების გარე ფასადების (ვიტრინების და კედლების) სარეკლამო გაფორმების მომსახურებაზე და იწვევს შესაბამის გამოცდილების მქონე სარეკლამო კომპანიებს მონაწილეობის მისაღებად.

მომსახურების აღწერა:

სარეკლამო კომპანიამ უნდა უზრუნველყოს აფთიაქების გარე ფასადებისთვის (ვიტრინების და კედლებისთვის) სარეკლამო მასალების ბეჭდვა, მონტაჟი, დემონტაჟი და ტექნიკური მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით (თბილისა და რეგიონებში).

სარეკლამო კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს:

ბეჭდვა და მონტაჟი:

  • სტიკერის, ბადე-სტიკერის ან/და სარეკლამო ბანერის ბეჭდვა;
  • სტიკერის, ბადე-სტიკერის ან/და სარეკლამო ბანერის მონტაჟი;
  • სტიკერის, ბადე-სტიკერის ან/და სარეკლამო ბანერის დემონტაჟი;
  • სტიკერის, ბადე-სტიკერის ან/და სარეკლამო ბანერის მონტაჟის და დემონტაჟის დროს სარეკლამო ადგილის (ვიტრინის ან/და კედლების) ძველი სარეკლამო მასალებისგან, მტვრისგან, სილიკონისგან ან სხვა ნარჩენებისგან (რაც შესაძლოა ხელს უშლიდეს შემდგომ მონტაჟს) გასუფთავება და შემდეგი მონტაჟისთვის მომზადება;

დიზაინი:

  • პსპ ფარმასგან მიწოდებული ვიზუალური მასალების / სამუშაო ფაილების ტექნიკური დიზაინი, კორექტირება ან/და დამუშავება (ზომების მორგება თითოეულ საბანერე ადგილზე) პსპ ფარმას მიერ მიწოდებული მოთხოვნების გათვალისწინებით;

დაგეგმილ ვადებში შესრულება:

  • სამუშაოს შესრულება პსპ ფარმასთან შეთანხმებულ ვადებში;
  • სარეკლამო მასალების დაგეგმილი გრაფიკით შეცვლა შეთანხმებულ ვადებში; 
  • ფორსმაჟორულ სიტუაციებში ოპერატიულად რეაგირების შესაძლებლობა;

ანგარიშგება

შესრულებული სამუშაოს დეტალური ფოტო-ანგარიშის მოწოდება პსპ ფარმასთვის - დოკუმენტი თითოეული აფთიაქისთვის, რომელშიც მითითებული იქნება

  • სამუშაოს შესრულების თარიღი;
  • აფთიაქის ნომერი;
  • მისამართი;
  • შესრულებული ცვლილებების ვიზუალური მასალა - ფოტოები სამუშაოს შესრულებამდე და სამუშაოს შესრულების შემდეგ; 

ფასის შეთავაზება

ტენდერში მონაწილე კომპანიამ მომსახურების ფასი უნდა დააფიქსიროს ერთეულ კვადრატულ მეტრზე მომსახურების გათვალისწინებით და ცალსახად მოიცავდეს შემდეგს:

  • სტიკერის ბეჭდვა;
  • ბადე-სტიკერის ბეჭდვა;
  • სარეკლამო ბანერის ბეჭდვა;
  • მონტაჟის ღირებულება;
  • დემონტაჟის ღირებულება;

ხარისხის მოთხოვნები:

სარეკლამო კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს:

  • სარეკლამო ადგილის სრულყოფილი გაწმენდა სარეკლამო მასალის დემონტაჟის შემდგომ ან/და მონტაჟის წინ (მტვრის, სილიკონის და სხვა ნარჩენების სრულად მოცილება);
  • სარეკლამო მასალის მონტაჟი სპეციალური ხელსაწყოებით, ბუშტუკების გარეშე;
  • სარეკლამო მასალის სწორი და თანაბარი ჭრა - ხარვეზების გარეშე;
  • მაღალი ხარისხის ბეჭდვა სწორი და სტაბილური ფერებით;
  • გადაბმული სარეკლამო მასალების ზუსტი დამთხვევა დიზაინთან / ფოტომონტაჟთან);
  • სტიკერის შემთხვევაში მაღალი წებოვნების უზრუნველყოფა (არ უნდა ძვრებოდეს კუთხეები და გვერდები);
  • მასალის გამძლეობა უამინდობის გათვალისწინებით - მასალა უნდა უძლებდეს ქარს, წვიმას, თოვლს, მზეს (არ უნდა გახუნდეს);
  • გაკრული სარეკლამო მასალის ხარისხის მინიმუმ 1-წლიანი გარანტია (ზემოთ ჩამოთვლილი ხარისხის კრიტერიუმებით);

სამუშაოების შესრულების ვადები

ფაილების (დიზაინების / სამუშაო ვერსიების) მოწოდების შემდეგ, სატენდერო წინადადებაში მონაწილე კომპანიამ ცალსახად უნდა მიუთითოს სამუშაოების შესრულების ვადები შემდეგი მოცულობებისა და გეოგრაფიული განაწილების მიხედვით:

  • ქალაქი თბილისი - 200 არსებული ობიექტი, ჯამურად დაახლოებით 1600 კვ.მ სტიკერი და 160 კვ.მ სარეკლამო ბანერი;

(მიუთითეთ ვადა, რა პერიოდში შეძლებს კომპანია თბილისის ყველა ობიექტზე სტიკერის/ბანერის სრულ შეცვლას);

  • დასავლეთ საქართველო (იმერეთი, გურია, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, აჭარა და სხვა) - 100 არსებული ობიექტი, ჯამურად 800 კვ.მ სტიკერი და 80 კვ.მ სარეკლამო ბანერი;

(მიუთითეთ ვადა, რა პერიოდში შეძლებს კომპანია დასავლეთ საქართველოს ობიექტების სრულ დასტიკერებას/ბანერის შეცვლას);

  • აღმოსავლეთ საქართველო (კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი და სხვა) - 70 არსებული ობიექტი, ჯამურად 560 კვ.მ სტიკერი და 60 კვ.მ სარეკლამო ბანერი;

(მიუთითეთ ვადა, რა პერიოდში შეძლებს კომპანია აღმოსავლეთ საქართველოს ობიექტების სრულ დასტიკერებას/ბანერის შეცვლას);

  • საქართველოს მასშტაბით ჯამურად - 370 ობიექტი, ჯამურად 3000 კვ.მ სტიკერი და  300 კვ.მ სარეკლამო ბანერი;

(მიუთითეთ სრული ქსელის მასშტაბით სამუშაოების შესრულების ვადა);

დამატებით, კომპანიამ უნდა წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების ვადები 20 და 50 თბილისის ობიექტზე, დაახლოებით 500 კვ.მ სტიკერისა და 50 კვ.მ სარეკლამო ბანერის მოცულობით, სწრაფი ჩანაცვლების საჭიროების შემთხვევაში
(მაგალითად, ერთი კონკრეტული ბრენდის დიზაინის ფარგლებში სასწრაფო საჭიროებისამებრ - მოკლე ვადაში აფთიაქების გარკვეული რაოდენობის შეცვლის მოთხოვნისას).

ტენდერში მონაწილეობისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • მინიმუმ 10 წლიანი დადასტურებული გამოცდილება სარეკლამო მასალების დამზადების და მონტაჟის მიმართულებით;
  • სამუშაოს ოპერატიულად შესასრულებლად საკმარისი რაოდენობის პროფესიონალი თანამშრომლები;
  • მომსახურების გაწევის შესაძლებლობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სადაც PSP აფთიაქია.
  • სავალდებულო მოთხოვნების დასადასტურებლად კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტები

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 5 თებერვალი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:
t.pirmisashvili@psp.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
შეკითხვები
მიმწოდებელი 1

გამარჯობა ,ცალკე ვიტრაჟებისა და გარე ფასადის წმენდის ტენდერს აცხადებთ ?