ჩაბარების ვადა:

30 იანვარი 2026, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T29543 - ინტერესთა გამოხატვა საკრედიტო პორტფელის დაზღვევის შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 28 იანვარი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 30 იანვარი 2026 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ინტერესთა გამოხატვის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ (შემდგომში - „ბანკი“) აცხადებს ინტერესთა გამოხატვის კლევას ბანკის საკრედიტო პორტფელის დაზღვევის შესყიდვასთან დაკავშირებით.  

დაინტერესებულმა კომპანიებმა, ინტერესთა გამოხატვის ეტაპზე უნდა წარმოადგინონ საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია. საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კომპანიებს წარედგინებათ დეტალური ინფორმაცია შესყიდვის ობიქტის შესახებ, მხოლოდ, მხარეთა შორის გაუთქმელობის შეთანხმების (NDA) გაფორმების შემდეგ. 

ხელშეკრულებ(ებ)ის გაფორმების მიზნით, დამატებით იგეგმება დახურული ტენდერის გამოცხადება, ხელშეკრულების საერთო ვადით - 3 (სამი) წელი.

ინსტრუქცია ინტერესთა გამოხატვის პროცესში  მონაწილეობისთვის:

  • მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge.
  • ნებისმიერი შეკითხვა კვლევის  მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი.
  • წინამდებარე ინტერესთა გამოხატვის კვლევის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებას. ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს კვლევა თავისი შეხედულებისამებრ.
  • პრეტენდენტის საქმიანობის შემოწმების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან და პროცესებთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს პრეტენდენტთან მოლაპარაკებების გაგრძელებაზე და აღნიშნულის შესახებ აცნობოს პრეტენდენტს უარის თქმის ზოგად საფუძველზე მითითებით.

კვალიფიკაციისა და გამოცდილების მოთხოვნები:

  • კვლევის ფარგლებში განიხილებიან სადაზღვევო ორგანიზაციები, რომლებსაც ექნებათ შესაძლებლობა სრულად დაფარონ ბანკის სამომავლო საკრედიტო პორტფელი. აღნიშნულთან მიმართებაში გადაწყვეტილება მიღებული იქნება მოწოდებული დოკუმენტაციის და ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე.
  • ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს სადაზღვევო მომსახურების გაწევის მინიმუმ 5 (ხუთი) წლიანი გამოცდილება. 
  • პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
  • ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
  • ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლადაც შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  •  უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  •  ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
  •  ნარჩენების წარმოქმნის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულა ნარჩენები თავად დაამუშაოს ან შეგროვების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების მიზნით გადასცეს შესაბამისი უფლების მქონე პირებს, ნარჩენების მართვის კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ინტერესთა გამოხატვის კვლევაში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საბიუჯეტო დავალიანების შესახებ;
  • ფინანსური ბრუნვის ამონაწერი 01/01/2024 – 31/12/2025 პერიოდზე, შესატყვისი ექსელის ფაილით ან შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაცია (მოგება/ზარალის უწყისი);
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა ან პრეზენტაცია (სადაც ნაჩვენები იქნება პრეტენდენტის გამოცდილება, კლიენტების სია);
  • უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი ინფორმაცია - უკანასკნელი 3 (სამი) წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების მიწოდების შესახებ, შემსყიდველის მითითებით;
  • უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი ინფორმაცია - უკანასკნელი 3 (სამი) წლის განმავლობაში მოზიდული სადაზღვევო პრემიისა და გაცემული ანაზღაურების ოდენობის შესახებ.

ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა:  2026 წლის 30 იანვარი, 15:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: N.A
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:
ცირა რუხაძე
[email protected] 
ტელ: +995 555 33 06 46

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები
შეკითხვები