ჩაბარების ვადა:

9 თებერვალი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T29546 - ბაზრის კვლევა დიზაინერული სანათის დამზადება/მონტაჟზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: EUR
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 28 იანვარი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 9 თებერვალი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ბაზრის კვლევის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ბაზრის კვლევას დიზაინერული სანათის დამზადება/მონტაჟზე. აღნიშნული ბაზრის კვლევის ფარგლებში განხორციელდება ბანკის მიერ მოთხოვნილი სანათის ტექნიკური მახასიათებლების, დიზაინისა და სპეციფიკაციების შერჩევა და დაზუსტება.

ბაზრის კვლევის მოთხოვნები:

  • მიწოდების მისამართი - თბილისი
  • ვალუტა: ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ევროში გადასახადების ჩათვლით;
  • გამოცდილების მინიმალური მოთხოვნა:  შესაბამის სფეროში მოღვაწეობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება,
  • შემოთავაზებული წინადადებები ძალაში უნდა იყოს სულ მცირე 60 დღის განმავლობაში ბაზრის კვლევის გახსნიდან.
  • საგარანტიო ვადა - 5 წელი

მოთხოვნილი სანათის ტექნიკური დეტალები:

  • სიმძლავრისა და განათების ფერის ტემპერატურის რეგულირების და ცვლილების შესაძლებლობა.
  • ვერტიკალური და ჰორიზონტალური განათების ცალ-ცალკე ჩართვის ფუნქცია.
  • სანათის დიამეტრი - 3 სმ
  სიგრძე რაოდენობა
ჰორიზონტალური სანათი 72 სმ 29 ც
61 სმ 28 ც
58 სმ 8 ც
132 სმ  12 ც
ვერტიკალური სანათი 28 სმ  12 ც
54 სმ 28 ც
40 სმ 6 ც
82 სმ


მოთხოვნილი სანათის ვიზუალური ტექნიკური დეტალები: დანართი 1

წარმოსადგენი (ასატვირთი) ბაზრის კვლევის დოკუმენტების სია:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • DIALux პროგრამაში შესრულებული ტექნიკურად გამართული განათების პროექტის რენდერი.
  • კომერციული წინადადება  - ხელმოწერილი ინვოისი
  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი N2)
  • ბაზრის კვლვაში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებული სულ მცირე 3 მსგავსი კონტრაქტის და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის ასლი; შესაძლებელია წარმოდენილ იქნეს სახელმწიფო შესყიდვების პორტალის შესაბამისისი NAT, SPA ან CMR ნომრები
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
  • ბაზრის კვლევაში შემოთავაზებულ წინადადებას თან უნდა ახლდეს შემოთავაზებული მოდელის დეტალური სპეციფიკაციები.
  • ანკის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ნიმუში ან/და ნიმუშები; მოთხოვნიდან 5 დღის განმავლობაში
  • ნიმუშების წარდგენა უნდა მოხდეს მონაწილის ხარჯებით.
  • ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მომწოდებელი კომპანია დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე

დამატებითი ინფორმაცია: 

  • ბაზრის კვლევის  განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით. 
  • ბანკი იტოვებს უფლებას რომ ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ბაზრის კვლევა და წინამდებარე ბაზრის კვლევის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს კონტრაქტის გაფორმებას რომელიმე მომწოდებელთან.
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
  • ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  •  ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
  • სრულად დაიცავს შრომის უსაფრთხოების წესებსა და ნორმებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა:  2026 წლის 9 თებერვალი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ევრო
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების მენეჯერი
გიორგი ლომთაძე
ტელ: 579 15 67 96
ელ.ფოსტა: [email protected]

ტექნიკური დეტალებისთვის:
გოგა გოშაძე
ტელ: 551 107 307
ელ.ფოსტა: [email protected]

ტენდერის კატეგორია:

  • 31500000 გასანათებელი მოწყობილობები და ელექტრონათურები
შეკითხვები