11 ოქტომბერი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2958 - ტენდერი სათადარიგო ავტონაწილების შესყიდვასა და სარემონტო მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს სერვისნეტგრუპი აცხადებს ფასთა ღია გამოკითხვას სათადარიგო ავტონაწილების შესყიდვასა და სარემონტო მომსახურებაზე.
დაგეგმილი გვაქვს - მოვიძიოთ კონტრაქტორი , რომელიც გაგვიწევს ავტომომსახურებას სათადარიგო ნაწილებით ავტოპარკისთვის, რომელიც მოიცავს 240 მანქანას.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
ინტერესის შემთხვევაში გთხოვთ 11.10.2017 -ის 17:00 საათამდე განაფასოთ ჩვენს მიერ მოწოდებული ფაილი და გადმოგზავნოთ მეილზე: k.apakidze@servicenetgroup.ge
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფასი უნდა მოიცავდეს დღგს.
გთხოვთ ფაილში მიუთითოთ:
- ფირმის სრული სახელწოდება
- საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი)
- ტენდერის დასახელება -ავტონაწილების შესყიდვა და სარემონტო მომსახურება
- შემოთავაზებაში მითითებული უნდა იყოს შეკვეთის შესრულების უმოკლესი ვადები.
- შემოთავაზების მოქმედების ვადა.
პროცედურული თუ ტექნიკური შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ – შესყიდვების სამსახურის უფროსს.
კოტე აფაქიძეს
ტელ. ნომერი 577 37 35 93
k.apakidze@servicenetgroup.ge
წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული.
შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დასრულდება 16.10.2017
ტენდერის კატეგორია:
- 50100000 სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის