ჩაბარების ვადა:

28 თებერვალი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T29581 - ტენდერი ტაბახმელაში მდებარე 20 საცხოვრებლის დეფექტების გამოსწორებაზე

  • გამომცხადებელი: York Holding Group
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 28 თებერვალი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

იორკ ჰოლდინგ გრუპი აცხადებს ტენდერს ტაბახმელაში მდებარე „Vista Garden“-ის პროექტზე არსებული გარემონტებული საცხოვრებელი ობიექტების დეფექტების აღმოფხვრის სამუშაოებზე.

სამუშაოები მოიცავს:

  • 1 ვილას
  • 19 ბინას

ობიექტები არის გარემონტებულ მდგომარეობაში.

დეფექტები არის წინასწარ აღწერილი და წარმოდგენილია თანდართული BOQ ფაილის სახით.

სამუშაოების სპეციფიკა:

  • თანდართულ BOQ ფაილში მითითებულია არსებული დეფექტები და სამუშაოების მოცულობა.
  • შესრულების პროცესში შესაძლებელია სამუშაოების მოცულობის ცვლილება, შესაბამისად
  • ანაზღაურება განხორციელდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოებისმიხედვით, შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი ფორმა №2-ის საფუძველზე.

სატენდერო მოთხოვნები

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია:

  • კომპანიის შესახებ ინფორმაცია
    (ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან)
  • შესრულებული პროექტების ჩამონათვალი
    (სასურველია ანალოგიური სამუშაოების გამოცდილება)
  • რეკომენდაციები (არ არის სავალდებულო)

ტენდერში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელიც სარემონტო/სამშენებლო მიმართულებით მინიმუმ 2 წელია ოპერირებს.

კონტრაქტის პირობები

  • კონტრაქტი ფორმდება დამკვეთის შაბლონის მიხედვით
  • ანაზღაურება: ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მიხედვით (ფორმა №2)

სატენდერო შეთავაზება უნდა მოიცავდეს

  • სრულად შევსებულ BOQ ფაილს (თანდართული ფორმის მიხედვით)
  • სამუშაოების შესრულების სავარაუდო ვადებს
  • გარანტიის პირობებს შესრულებულ სამუშაოებზე
  • საავანსო მოთხოვნებს (არსებობის შემთხვევაში)

წინადადება უნდა გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტაზე[email protected] 28 თებერვლის 18:00 საათამდე.

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება

დოკუმენტაცია

შეკითხვები